L. (Hyalopterus pruni Geoffr.) ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. ის აზიანებს ქლიავს, ატამს, გარგარს, და ნუშს. როგორც აღვნიშნეთ, ბუგრები წარმოშობენ დიდ კოლონიებს ფოთლის ქვედა მხარეზე. ხშირად ფოთლის მთელი ფირფიტა ბუგრებითაა დაფარული. აზიანებენ ყლორტებს და ასუსტებენ მათ. რომლებიც სუსტდებიან ფოთლები ნაადრევად ცვივა. გარდა ამისა, მათ მიერ უხვად გამოყოფილი ექსკრემეტებით და ნაცვალი კანით იფარება ფოთლები და ყლორტები, რაც არღვევს მცენარეში სიცოცხლისუნარიანობას შემცირებას. ბუგრი განაყოფიერებული კვერვხის სახით ერთწლოვან ტოტებზე, კვირტების ფუძესთან ან ქერქის ნაპრალებში ზამთრობს. გაზაფხულზე, კვერტების დაბერვისას იჩეკებიან მატლები - დამფუძნებლები, რომლებიც ჯერ კვირტებს აზიანებენ, შემდეგ კი - ყვავილებს. მატლები ზრდას ფოთლების გაშლის დაწყებისას ასრულებენ. ზრდასრული ბუგრი 12 – 20- მდე მატლს ბადებს. ზაფხულის დასაწყისსი ბუგრების კოლონიებში წარმოიშობა ფრთიანი ფორმები - მიგრანტები, რომლებიც გადაფრინდებიან, შობენ მატლებს და მრავლდებიან ზაფხულის განმავლობაში, ბუგრების ნაწილი კი კურკოვნებზე განაგრძობს ცხოვრებას და გამრავლებას. შემოდგომაზე კურკოვან მცენარეებზე ბუგრის სქესობრივი განვითარება ისევე მიმდინარეობს, როგორც წინა სახეობის. ბუგრი წელიწადში 12 – 14 თაობას იძლევა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.