C

ქა ქე ქვ ქი ქლ ქრ ქს
ქლა ქლი ქლო

ქლიავის ნაყოფჭამია

L. (Laspeyresia funebrane Tr.)
საქართველოში ყველგან დიდი რაოდებობითაა გავრცელებული. ის ძალიან აზიანებს ქლიავს, შემდეგ ტყემალს, კვრინჩხს, ბალს და ზოგჯერ ატამსაც. ეს მავნებელი ქლიავის მოსავლის 18 – 40% - ით ამცირებს. მავნებელი ზრდასრული მატლის სახით ზამთრობს. მატლი მკვრივი მოყვითალო პარკით ხის ქერქის ქვეშ ბინადრობს. ერთ ადგილზე 2 – 10 პარკი გვხვდება. გაზაფხულზე 16 - 17⁰ C ტემპერატურის დროს მატლი იჭუპრებს, ივნისის დასაწყისში გამოფრინდება პეპელა, რომელიც 2 – 3 დღის შემდეგ კვერცხისდებას იწყებს ნაყოფებზე, ფოთლებსა და ყუნწებზე. პირველი თაობის პეპლის კვერცხის პროდუქცია 36 – 62 ცალია, ხოლო მეორესი - 57 – 83 ცალს აღწევს. ახალგამოჩეკილი მატლი ნაყოფში შედის და მისი რბილობით იკვებება, დაზიანებულ ადგილას ექსკრემენტებით ავსებს. მატლებისაგან დაზიანებული ნაყოფებიდან გამოედინება წებო, ზოგჯერ ნაყოფები ნაადრევად მწიფდება, მოწითალო - იისფერი ხდება და ცვივა. მატლები ზრდას 18 – 22 დღეში ასრულებენ. შემდეგ მათი უმეტესი ნაწილი (80%- მდე) დასაჭუპრებლად 0,5 – 1,0 სმ სირმის ნიადაგში გადადის, დანარჩენი - ქერქის ქვეშ ჭუპრდება. პირველ რიცხვებში მეორე თაობის პეპლები გამოდიან, რომლებიც აგვისტოში კვერვხებს სიმწიფეში შესულ ნაყოფებს ათავსებენ. ქლიავის ნაყოფჭამიას წელიწადი 2 – 3 თაობას იძლევა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9