მცენარეთა საკმაოდ გავრცელებული დაავადება, რომელიც ვლინდება ფოთოლში ქლოროფილის წარმოქმნის მექანიზმის დარღვევით. ფოთოლი ყვითლდება, ძარღვები კი მწვანედ რჩება. დაავადება თავს იჩენს რკინის დეფიციტის დროს, ნიადაგის ტუტე რეაქციის პირობებში. ქლიროზის საწინააღმდეგოდ იყენებენ ხელატური ფორმის რკინის შემცველ პრეპარატებს ფოთოლზე შესხურებით ან ნიადაგში შეტანით.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.