ფიზიოლოგიურად მჟავე აზოტიანი სასუქი (NH₄ CI) შეიცავს 24 – 26% აზოტს. მიიღება სოდის წარმოებაში დამატებითი პროდუქტის სახით. ნიადაგს ამჟავიანებს და ქლორით ამდიდრებს. გამიყენება ფუძეებით მაძღარ ნეიტრალურ და ტუტე რეაქციის ნიადაგებზე ყველა კულტურისათვის, ნაკლებად კარტოფილის, თამბაქოს და ვაზისთვის.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.