რკინიანი, მაგნიუმიანი, ალუმინიანი ფენოვანი სილიკატების ჯგუფი, რკინიან და მაგნეზიური ქლორიდების საერთო კრისტალურ-ქიმიური ფორმულაა {(Mg,Fe,AI)₃ -(OH)₂ (MgFe)₃ -(OH)6₆ განასხვავებენ: ტრიოქტაედრულ (პენინი, შამოზიტი, კლინოქლორი, დაფნიტი), დი-ტრიოქტაედრულ (კუკეიტი) და დიოქტაედრულ (სუდოიტი) ქლორიტებს. ეს მინერალები გვხვდება ძირითადად მთიან რაიონების ფიქლებისა და სხვა ქანების უხეშმარცვლოვანი ნაწილის შემადგენლობაში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.