C

ღვ ღრ
ღრუ

ღრუბელი

ატმოსფეროში წყლის ორთქლის კონდენსაციის პროდუქტების გროვა. ამგვარ გროვას მიწის ზედაპირზე ნისლი ეწოდება. ღრუბელი მნიშვნელოვანი ამინდწარმომქმნელი ფაქტორია, განაპირობებს ნალექების მოსვლასა და რეჟიმს, გავლენას ახდენს დედამიწისა და ატმოსფერულ სითბურ რეჟიმზე და ა.შ. ატმოსფერული წყლის ორთქლის უდიდესი ნაწილი მოქცეულია ტროპოსფეროში, ამიტომ აქ სხვადასხვა სიმაღლეზე გვხვდება სხვადასხვა ფორმის ღრუბლების უმრავლესობა. ზოგიერთი ღრუბელი (ფრთა და გროვაწვიმის) სტრატოსფეროშიც აღწევს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9