C

ნა ნე ნი ნო ნუ
ნია ნივ ნიმ ნიტ ნიშ

ნიადაგები

ფორმირდებიან ყველაზე მშრალ პირობებში და ხასიათდებიან ჰუმუსოვანი ჰორიზონტის მუქი ყომრალი შეფერილობით და წვრილკაკლოვანი სტრუქტურით, თიხნარი და თიხა მექანიკური შედგენილობით, მთელი პროფილის გათიხებით, მაღალი ჰუმუსიანობით, ჰუმუსის ჰუმატური ტიპით, ნიადაგური ჰუმინების მაღალი შემცველობით, კალციუმის კარბონატების არსებობით ზედაპირვიდავე, სუსტად ტუტე ან ტუტე რეაქციით, შთანთქმული კატიონების დიდ ფარგლებში მერყეობით, გაცვლითი ნატრიუმის უმნიშვნელო შემცველობით, ნიადაგში და ლექის ფრაქციაში ძირითადი ოქსიდების თანაბარი განაწილებით, არასილიკატური და განსაკუთრებით ამორფული რკინის მცირე შემცველობით, თიხამინერალებში მონტმორილონიტის, ჰიდროქარების და ქლორიტის სიჭარბით, ზოგჯერ ადვილადხსნადი მარილების და თაბაშირის უმნიშვნელო შემცველობით, კ ა რ ბ ო ნ ა ტ უ ლ ი ყ ა ვ ი ს ფ ე რ ი ნიადაგები - ვითარდებიან ბუჩქნერების და ბუჩქიანი სტეპების ქვეშ, საკმაოდ არიდულ პირობებში. ისინი ხასიათდებიან ჰუმუსოვანი ჰორიზონტის ყავისფერი შეფერილობით და წვრილ-კოშტოვანი ან მარცვლოვანი სტრუქტურით, თიხნარი მექანიკური შედგენილობით, გათიხებით პროფილის შუა ნაწილში, მთელი პროფილის კარბონატულობით, ჰუმუსის ზომიერი შემცველობით, ჰუმუსის ჰუმატური ტიპით, ნიადაგური ჰუმინების მაღალი შემცველობით, სუსტად ტუტე რეაქციით, შთანთქმის მაღალი ტევადობით, ნიადაგის და ლექის ფრაქციის სტაბილური მთლიანი ქიმიური შემადგენლობით, სილიკატური რკინის სიჭარბით არასილიკატურზე, არასილიკატური რკინის მნიშვნელოვანი, ხოლო ამორფული რკინის მცირე შემცველობით, რკინის ცალკეული ფორმების დაგროვებით პროფილის ნაწილში, თიხამინერალებში მონტმორილონიტის, ქლორიტის და კაოლინიტის სიჭარბით. ტ ი პ უ რ ი ყ ა ვ ი ს ფ ე რ ი ნ ი ა დ ა გ ე ბ ი - ფორმირდებიან ძირითადად ტანდაბალი მუხნარების ქვეშ, ჯაგარცხილის, ტყემლის, კერინჩხის, ძეძვის და სხვა ქსეროფილური ეკლიანი ბუჩქებისაგან შემდგარი მდიდარი ქვეტყით. ხასიათდებიან ჰუმუსოვანი ჰორიზონტების მუქი ყავისფერი შეფერილობით და წვრილ-კაკლოვანი სტრუქტურით, თიხნარი მექანიკური შედგენილობით, გათხრებით პროფილის შუა ნაწილში, ჰუმუსის ზომიერი შემცველობით, კარბონატებისაგან ჰუმოსოვანი ჰორიზონტის გამოტუტვით, ნეიტრალური ან სუსტი ტუტე რეაქციით, შთანთქმის მნიშვნელოვანი ტევადობით. გ ა მ ო ტ უ ტ უ ლ ი ყ ა ვ ი ს ფ ე რ ი ნიადაგები - ფორმირდებიან მუხნარების და მუხნარ-რცხილნარების ქვეშ. ესაა ყომრალი ნიადაგებისკენ გარდამავალი ქვეტიპი. მისი შენების მთავარი თავისებურებაა ჰუმუსოვანი და მეტამორფული ჰორიზონტების უკარბონატობა და ამ უკანასკნელის ძლიერ გათიხება. ჰუმუსოვანი ჰორიზონტი საკმაოდ მძლავრია, ჰუმუსის შემცველობა მაღალია, უკარბანატო ჰორიზონტებში რეაქცია ნეიტრალურია, აღენიშნება არასილიკატური და ამორფული რკინის შედარებით მაღალი შემცველობა. რ ე ნ ძ ი ნ ო-ყ ა ვ ი ს ფ ე რ ი ნიადაგები - გარდამავალი ნიადაგებია კორდიან-კარბონატული და ყავისფერ ნიადაგებს შორის. ეს ნიადაგები ხასიათდება დიფერენცირებული პროფილით, ზედა ჰორიზონტების ნეიტრალური და ქვედა ჰორიზონტების სუსტი ტუტე რეაქციით, კარბონატების მომატებული შემცველობით პროფილის ქვედა ნაწილში, ჰუმუსის ზომიერი რაოდენობით, სიღრმით მისი მკვეთრი შემცირებით, მაღალი გაცვლითი უნარიანობით. ყავისფერი ნიადაგების ქვეტიპებში გამოყოფენ შემდეგ გვარებს: ჩვეულებრივი, მცირეკარბონატული, ფერალიტიზირებული, გასტეპებული. ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი - ვითარდებიან ზომიერად კარბონატულ ფხვიერ ნაფენებზე. ამ გვარს გააჩნია ყავისფერი ნიადაგების ზემოაღნიშნული ქვეტიპის ყველა ნიშანი და თვისება. მ ც ი რ ე კ ა რ ბ ო ნ ა ტ უ ლ ი - ვითარდებიან უკარბონატო ფიქლების, თიხების და სხვა ქანების ელუვიონ-დელუვიონზე. ხასიათდებიან არამკაფიოდ გამოხატული კარბონატულ-ილუვიური ჰორიზონტებით, მთლიანი და არასილიკატური რკინის გადიდებული შემცველობით. ფ ე რ ა ლ ი ტ ი ზ ი რ ე ბ უ ლ ი - ფორმირდებიან წითელი ფერის თიხებზე, გამოირჩევიან პროფილის მოწითალო შეფერილობით, ერთნახევარი ოქსიდების გადიდებული შემცველობით და ნიადაგურ მასაში შედარებით SiO₂:R₂ O₃ ვიწრო შეფარდებით. გ ა ს ტ ე პ ე ბ უ ლ ი - ფორმირდებიან ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ბუნებრივი ტყე-ბუჩქების მცენარეულობა გაჩეხილია და მისი ადგილი დაიკავეს სტეპის ასოციაციებმა. ხასიათდებიან შედარებით გაჭიმული ჰუმუსოვანი პროფილით. ყავისფერი ნიადგები იყოფიან სახეობებად შემდეგი ნიშნებით: ჰუმუსის შერმცველობის მიხედვით - სუსტად ჰუმუსიანი (6%). ეროზირების მიხედვით - სუსტად გადარეცხილი (გადარეცხილია ჰუმუსოვანი ჰორიზონტის 30%-მდე), საშუალოდ გადარეცხილი (გადარეცხილია 30-50%), ძლიერად გადარეცხილი (ჰუმუსოვანი ჰორი ზონტი გადარეცხილია). ყავისფერი ნიადაგები, ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის მიხედვით, იდენტიფიცირებულია კამბისოლებთან. ყავისფერ ნიადაგებს გააჩნიათ კამბიკ B ჰორიზონტები, რომელთა დიაგნოს ტიკური კრიტერიუმებია: მძიმე გრაბულომეტრია, თიხის და ლექის მომატებული შემცველობა ზედა და ქვედა ჰორიზონტებთან შედარებით, კარბონატების ნაკლები რაოდენობა ქვეჰორიზონტებისაგან განსხვავებით, სისქე მეტი 15 სმ. ნიადაგების პროფილის შენებაში მონაწილეობს მუქი ფერის მოლიკ ზედაპირული ჰორიზონტები. მათი სისქე მოიცავს გარდამავალი AB ჰორიზონტებს, რომლებშიც ჭარბობენ ზედაპირული ჰორიზონტების მახასიათებლები. მოლიკ ჰორიზონტის დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია: საკმაოდ მკვეთრად გამოხატული მარცვლოვან-კოშტოვანი და კოშტოვანი სტრუქტურა, არამკვრივი აგებულება, ორგანული ნახშირბადის მეტი 0,6% (ორგანული ნივთიერების მეტი 1%) შემცველიბა, ფუძეებით მაღალი მაძღრობა. ყავისფერ ნიადაგებში გამოვლენილია შემდეგი დიაგნოსტიკური ნიშანთვისებები: კალკარიკი, მოლიჰუმიკი, ჰიპერეუთრიკი. სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობა. ყავისფერი ნიადაგები მაღალი ნაყოფიერებით ხასიათდება და შავმიწებთან ერთად საქართველოს ყველაზე ნაყოფიერ ნიადაგებს მიეკუთვნება. აგრონომიული თვისებით ყავისფერი ნიადაგები ერთ-ერთ საუკეთესო ნიადაგად ითვლება ვაზის და ხეხილოვანი კულტურებისთვის. ამ ნიადაგზე გაშენებული ვაზი და ხეხილი გამოირჩევა მაღალი პროდუქტიულობით და ნაყოფის ხარისხით.

Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9