C

ყა ყვ ყო ყუ
ყვა ყვი

ყვავილოვანი პარაზიტები

ფარულ თესლოვანი ანუ ყვავილოვანი მცენარეები, რომლებიც სხვა უმაღლეს მცენარეებზე პარაზიტობენ. ისინი მცენარეს ართმევენ ან მხოლოდ ერთი სახის საკვებ ნივთიერებებს – წყალს და მინერალურ მარილებს – (ნახევრად პარაზიტები), რადგან ფესვები არ გააჩნიათ, ან ორივე სახის საკვებს ერთად – არაორგანულ და ორგანულ ნივთიერებებს (ნამდვილი პარაზიტები, რადგან მოკლებული არიან როგორც ფესვებს, ისე ქლოროფილს ღერო-ფოთლებში. ნამდვილი პარაზიტებია აბრეშუმა, კელაპტარა, ნახევრად პარაზიტებია: ფითრი, სანთელა. ყვავილოვანი პარაზიტები შეიძლება დავყოთ აგრეთვე ღეროს (ფითრი, აბრეშუმა) და ფესვების (კელაპტარა, ჩაწყობილა) პარაზიტებად. ყვავილოვანი პარაზიტები მრავლდებიან თესლით. ავრცელებენ ფრინველები, ცხოველები, ქარი და ა.შ. მცენარეში იჭრებიან თესლიდან განვითარებული წინაზრდილებით. ყვავილოვანი პარაზიტების დიაგნოსტიკა ხდება ვიზუალურად. ყვავილოვანი პარაზიტების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება: მექანიკური მეთოდი (ხელით მოცილება); აგროტექნიკური მეთოდი (თესლბრუნვა, ღრმად ხვნა); სელექციური მეთოდი (გამძლე ჯიშების შერჩევა); ქიმიური მეთოდი (ჰერბიციდების შესხურება).

Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9