ჩვენს პირობებში ძალიან გავრცელებული პარაზიტული ყვავილოვანი მცენარეა. ის ბევრ კულტურულ მცენარეზეა აღნიშნული. დაავადების სიძლიერით აღსანიშნავია თამბაქო, მზესუმზირა და სხვა. კელაპტარას გარეგნული სახე ასეთია: მისი ღერო ძირშია გასქელებული ტუბერისებურად, რომლითაც მკვებავი მცენარის ფესვის ზედაპირზე არის დაყრდნობილი. როდესაც კელაპტარას საწოვრები შეიჭრება ფესვის ქერქში, არღვევს მას, შიგნით მოთავსებული ჭურჭლების ნიშნები განვითარდება და უკავშირდება მკვებავი მცენარის ფესვის ჭურჭლებს. ამ უკანასკნელიდან ხდება საკვები მასალის გადსვლა კელეპტარას სხეულში. კელეპტარას გამრავლება, თესლის გარდა, შესაძლებელია ვეგეტაციურადაც; მკვებევი მცენარის ფესვზე განვითარებული საჭოვრები ფესვის სხვა ადგილას მოხვედრის დროს ვითარდება და ინფექცია შეაქვთ. კელაპტარას მოქმედება მკვებავ მცენარეზე უმთავრესად შემდგომში მდგომარეობს: კელაპტარა მკვებავ მცენარეებს საზრდო მასალას ართმევს, რაც მცენარის განვითარებას ასუსტებს, არ იზრდება კარგად. ხშირ შემთხვევაში დაზიანებული მცენარე კვდება, რადგან ვეღარ უძლებს პარაზიტის მოქმედებას. არის ისეთი შემთხვევები, რიდესაც მცენარის ფესვზე თითო კელაპტარაა, კელაპტარას ყვავილების რიცხვი კი ათეულზე მეტს აღწევს. ცხადია, ასეთი ძლიერი დაავადება თავის დაღს დაასვამს მკვებავ მცენარეს. კელაპტარას თესლის გაღივების უნარიანობა მეტად დიდია. ნიადაგში ის დაახლოებით 10 წლამდე ინარჩუნებს გაღივების უნარს. ამ გარემოებაში ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან კელაპტარას წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებების ჩასატარებისათვის მნიშვნელობა აქვს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.