ყვითელმიწები ხასიათდებიან ყვითელი შეფერილობით, გათიხებით, კოშტოვანი სტრუქტურით და ჩვეულებრივ მძლავრი პროფილით. ყვითელმიწების რეაქცია მჟავეა. ჰუმუსის შემცველობა მერყეობს 2 - დან 7% - მდე. სიღრმით ჰუმუსის შემცველობა საკმაოდ მკვეთრად მცირდება. ჰუმუსი - ფულვატურია. შთანთქმული კომპლექსი არ არის მაძღარი ფუძეებით, მაგრამ არამაძღრობის ხარისხი მნიშვნელოვნად იცვლება (4-7 - დან 60 – 70% - მდე). მექანიკური შედგენილობა საკმაოდ უმნიშვნელოდ იცვლება. ამორფული რკინის შემცველობა მცირეა, ხოლო არასილიკატურის საკმაოდ მაღალი. მთლიანი ქიმიური შედგენილობის მიხედვით ძირიტადი ჟანგეულები არათანაბრადაა განაწილებული. ლექის ფრაქციაში SiO₂ : R₂ O₃ შეფარდება დიდ ფარგლებში მერყეობს (1,97 – 2,71) და მიუთითებს როგორც ფერალიტურ, ისე სიალიტურ გამოფიტვაზე. ყვითელმიწების ძირითადი ელემენტარული ნიადაგწარმომქმნელი პროცესებია: ფერალიტიზაცია, გათიხება, ჰუმუსწარმოქმნა და გალებება. ყვითელმიწების საერთო ფართობი საქართველოში შეადგენს 4.5%-ს (317600 ჰა). ეს ნიადაგების ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკულ ზონაში - გაგრის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის, გალის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის რაიონებში. შედარებით მცირე ფართობები უჭირავს ხონის, წყალტუბოს, ტყიბულის და ვანის რაიონების გორაკ-ბორცვიან ზოლში. ყვითელმიწები ხასიათდება ყვითელი შეფერილობით, გათიხებით და ჩვეულებრივ კარგად განვითარებული პროფილით . ნიადაგის პროფილს აქვს შემდეგი აგებულება: A0 -A-AB-B-BC – C. A - მუქი-რუხი ჰუმუსოვანი ჰორიზონტი სიმძლავრით 10-15 სმ, კოშტოვანი, ზოგჯერ კოშტოვან - კაკლოვანი, თიხნარი, გადასვლა თანდათანობით. AB - მორუხო-ყვითელი გარდამავალი ჰუმუს-მეტამორფული ჰორიზონტი სიმძლავრით 15-20 სმ, კოშტოვანი, ქვედა ნაწილში ხშირად შეიცავს წვრილ, წერტილოვან რკინა-მანგანუმის კონკრეციებს, თიხნარი, გადასვლა ნათელი. B - ყვითელი ილუვიური მეტამორფული ჰორიზონტი სიმ ძლავრით 30 40 სმ, მკვრივი, პრიზმული, წვრილბელტოვანი, ზოგჯერ უსტრუქტურო, ტენიან მდგომარეობაში ბლანტი, თიხა, გადასვლა ნათელი. BC - ყვითელი ან ჩალისფერ-ყომრალი ქანისკენ გარდამავალი ჰორიზონტი სიმძლავრით 20-40 სმ, უსტრუქტორო, ქანის ნამტვრევები, როგორც წესი, ძლიერ გამოფიტული. C - ყვითელი გამოფიტვის ქერქი, გვხვდება რკინის და მანგანუმის ახალქმნილებები. ყვითელმიწების არეს რეაქცია მჟავეა. ჰუმუსის შემცველობა მერყეობს 2-დან 7%-მდე, სიღრმით ჰუმუსის შემცველობა საკმაოდ მცირდება. შთანთქმული კომპლექსი ფუძეებით არამაძღარია. ყვითელმიწები იყოფა სამ ქვეტიპად: ტიპური, გაეწერებული და გალებებული. ტ ი პ უ რ ი - გავრცელებულია ისეთ ადგილებში, სადაც მშრალი პერიოდი არ აღინიშნება, შიდანიადაგური გამოფიტვის და ნორმალური ეროზიის პროცესები ამ ნიადაგებში უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, ვიდრე ზედა ჰორიზონტებიდან ლექის გამოტანა, რაც განისაზღვრება არადიფერნცირებული პროფილის სუსტ განვითაქრებას. გ ა ე წ ე რ ე ბ უ ლ ი - ხასიათდებიან დიფერენცირებული პროფილით, რაც დასტურდება მექანიკური შედგენილობით და მთლიანი ქიმიური ანალიზის მონაცემებით. გ ა ლ ე ბ ე ბ უ ლ ი - ვითარდებიან ბრტყელი და ავარდნილ, სუსტად დრენირებულ წყალგამყოფ ნაკვეთებზე, ხასიათდებიან გალებების ნიშნებით. ყვითელმიწების ქვეტიპებში გამოყოფენ შემდეგ გვარებს: ჩვეულებრივი, ნარჩენ-კარბონატული, განუვითარებელი. ქვარგვალიანები ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი - ამ გვარს გააჩნია ყვითელმიწების ქვეტიპების ყველა ნიშანი და თვისება. ნ ა რ ჩ ე ნ-კ ა რ ბ ო ნ ა ტ უ ლ ი - ფორმირდებიან ისეთ ქანებზე, რომლებიც შეიცავენ კარბონატებს. ჩვეულებრივი ნიადაგების განსხვავებით ქვედა ჰორიზონტები ხასიათდებიან ნეიტრალური რეაქციით და გადიდებული შთანთქმის ტევადობით. გ ა ნ უ ვ ი თ ა რ ე ბ ე ლ ი - ფორმირდებიან შედარებით მკვრივი ქანების მცირე სიმძლავრის ელუვიონზე; ხასიათდებიან ხირხატიანობით. ქ ვ ა რ გ ვ ა ლ ი ა ნ ე ბ ი - განუვითარებული გვარის ანალოგიურია, მაგრამ მისგან განსხვავებით ფორმირდებიან ქვარგვალის ნაფენებზე. ყვითელმიწები იყოფებიან სახეობებად ჰუმუსოვანი ჰორიზონტების სიმძლავრის მიხედვით: ღრმად ჰუმუსირებული (მეტი 30 სმ), არაღრმად ჰუმუსირებული (30 დან 20 სმ მდე) და წვრილ ჰუმუსირებული (მეტი 30 სმ). ყვითელმიწები შეიძლება გაერთიანდეს ლუვისოლების ჯგუფში არჯიკ ჰორიზონტის გამო. ამ ჯგუფის ნიდაგები გამოირჩევიან ფუძეების მაღალი მაძღრობით და ისეთი ჰორიზონტის არსებობით, რომელშიც შეიმჩნევა თიხის მნიშველოვანი აკუმულაცია. თიხის სასოფლო-სამეურნეო მნიშვნელობა. ყვითელმიწები ღარიბია საკვები ელემენტებით. მათ გააჩნიათ არახელსაყრელი ფიზიკური თვისებები: დაბალი წყალგამტარობა, ცუდი აერაცია, სუსტი გასტრუქტურება. ამის გამო, ყველაზე ეფექტურია მათი გამოყენება მუდმივი პლანტაციების (ჩაი, ციტრუსები) ქვეშ. მაღალი მოსავლის მისაღებად ყვითელმიწები საჭიროებენ ორგანული და მინერალური სასუქებით განოყიერებას.