C

ყა ყვ ყო ყუ
ყვა ყვი

ყვითელმიწა-ეწერლებიანი ნიადაგები

ყვითელმიწა-ეწერლებიანი ნიაკონკრეციები მთელ სიღრმეზე, ხშირად კარგად გამოხატული ორტშტეინის ფენის არსებობა. ყვითელმიწა-ეწერლებიანი ნიადაგები ხასიათდებიან მჟავე, ნეიტრალური ან სუსტი ტუტე რეაქციით, ჰუმუსის ზომიერი შემცველობით და ღრმა ჰუმუსირებით, ჰუმუსის ტიპი ფულვატურია. ნიადაგები ფუძეებით მაძღარი ან არამაძღარია. მექანიკური შედგენილობის მიხედვით მიეკუთვნებიან თიხნარებსა და თიხებს. ჰუმუსოვანი და ელუვიური ჰორიზონტები გაღარიბებულია წვრილი ფრაქციებით. სილიკატური რკინის შემცველობა ჭარბობს არასილიკატური რკინის რაოდენობას. ყვითელმიწა-ეწერლებიანი ნიადაგების ძირითადი ელემენტარული ნიადაგწარმომქმნელი პროცესებია: გალებება, გაეწრება, ლესივირება, ალიტიზაცია და გამოტუტვა. ყვითელმიწა-ეწერლებიანი ნიადაგები განსხვავდებიან ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგებისაგან ინტენსიური გალებებით და მთელს პროფილში კონკრეციების მომატებული შემცველობით. ყვითელმიწა-ეწერლებიანი ნიადაგების საერთო ფართობი საქართველოში შეადგენს 0,7% (14 200 ჰა) და გავრცელებულია ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგების არეალში. განვითარების პირობებით ეს ნიდაგები მეტად ახლოს არიან ერთმანეთთან, მაგრამ ყვითელმიწა-ეწერლებიანი ნიადაგები ყვითელმიწა-ეწერებისაგან განსხვავდებიან გრუნტის და ზედაპირული ჩამონადენი წყლებით მეტი დატენიანებით. ყვითელმიწა-ეწერლებიანი ნიადაგები იკავებენ რელიეფის ჩადაბლებულადგილებს. ნიდაგწარმომქმნელი ქანები წარმოდგენილია თიხნარი და თიხა ნაფენებით, რომლებიც ფარავენ ქვამრგვალებს. კლიმატი არის ტენიანი, სუბტროპიკული. ზამთარი თბილია, იანვრის საშუალო ტემპერატურა შეადგენს 4,4 - 6,8 ⁰ C; ზაფხული ცხელია, ივლისის საშუალო ტემპერატურაა 22,5 – 24,5 0 C. საშუა;ლო წლიური ტემპერატურა მერყეობს 14 – 19 0 C ფარგლებში. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 4000 - დან 4500 ⁰ C - მდეა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა არის რვა თვე. ნალექების რაოდენობა საკმაოდ მაღალია 1500 მმ - მდე. ზაფხულსა და შემოდგომაზე ფარდობითი ტებიანობა აღწევს 90%, ხოლო მინიმალურ სიდიდეებს - 67 – 70% - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამჟამად ბუნებრივი მცენარეული საფარი დარღვეულია. ნიადაგები ათვისებულია, ძირითადად, სიმინდითა და სხვა ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებით. ყვითელმიწა-ეწერლებიანი ნიადაგების პროფილს აქვს შემდეგი შენება: A – A₁ A₂ – B(g) – BC(g). A - მუქი რუხი ჰუმუსოვანი ჰორიზონტი სიმძლავრით 15020 სმ, წვრილკაკლოვანი, ფესვები დიდი რაოდენობით, თიხნარი, გალებების ნიშნებით, გადასვლა თანდათანობითი. A₁ A₂ - ჩალისფერ-მორუხო ჰუმუს-ელუვიური ჰორიზონტი სიმძლავრით 5 – 20 სმ, თიხნარი, წვრილ-კოშტოვანი, ფესვები ნაკლებად, ფხვიერი, გალებების ნიშნებით, ფოროვანი, გადასვლა თანდათანობითი. B(g) - მოყვითალო-ჟანგისფერი ილუვიური ჰორიზონტი სიმძლავრით 30-60 სმ, გალებების ნიშნებით, თიხიანი, მომკვრივო, კოშტოვან-ბელტოვანი, შეიმჩნევა კონკრეციები, გადასვლა თანდათანობითი. BC(g) - მოყვითალო გარდამავალი ჰორიზონტი სიმძლავრით 10-30 სმ, თიხინი, მკვრივი, ბელტოვანი, გალებების ნიშნებით, გადასვლა თანდათანობითი. ყვითელმიწა-ეწერლებიანი ნიადაგები იყოფა სამ ქვეტიპად: ზედაპირულად ლებნარი, ლებნარი და ლებიანი. ზ ე დ ა პ ი რ უ ლ ა დ ლ ე ბ ნ ა რ ი ყ ვ ი თ ე ლ მ ი წ ა - ე წ ე რ ლ ე ბ ი ა ნ ი ნიადაგები ფორმირდებიან ჭარბტენიანი ზედაპ ირული დატენიანების გავლენით და აქვს მკაფიოდ გამოხატული გალებება პროფილის ზედა ნაწილში, განსაკუთრებით, ელუვიურ ჰორიზონტის ქვედა და ილუვიური ჰორიზონტის ზედა ნაწილში ეს ნიადაგები გავრცელებულია შეზღუდულად, ფერდობების გავაკებულ ნაწილებში. ლ ე ბ ნ ა რ ი ყ ვ ი თ ე ლ მ ი წ ა - ე წ ე რ ლ ე ბ ი ა ნ ი ნიადაგები ვითარდებიან ჭარბტენიან გრუნტის დატენიანების პირობებში. გალებება აღინიშნება ილუვიურ ჰორიზონტის ქვედა ნაწილში და ნიადაგწარმომქნელ ქანში. ეს ნიადაგები საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. ლ ე ბ ი ა ნ ი ყ ვ ი თ ე ლ მ ი წ ა - ე წ ე რ ლ ე ბ ი ა ნ ი ნიადაგები განსხვავდებიან ლებნარებისაგან უფრო ინტენსიური გალებებით და რკინის კონკრეციებით მომატებული შემცველობით, ხშირად ორშტეინის არსებობით. ყვითელმიწა-ეწერლებიანი ნიადაგების ქვეტიპებში გამოიყოფა შემდეგი გვარები: ჩვეულებრივი, ნარჩენ-კარბონატული, ქვამრგვალიანი, კონკრეციული, ორტშტეინური, ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი - ვითარდებიან უკარბონატო წვრილმიწა ქანებზე და ყველაზე სრულად აქვთ წარმოდგენილი ცალკეული ქვეტიპების თვისებები. ნ ა რ ჩ ე ნ-კ ა რ ბ ო ნ ა ტ უ ლ ი - ფორმირდებიან კარბონატულ ქანებზე. ქ ვ ა მ რ გ ვ ა ლ ი ა ნ ი - წარმოიქმნებიან თიხნარებსა და თიხებზე, რომლებიც 1 მ-მდე იცვლებიან ქვამრგვალებით. კ ო ნ კ რ ე ც ი უ ლ ი - შეიცავს პროფილის ერთ ან რამდენიმე ჰორიზონტში კონკრეციების 20 – 50% ნიადაგის საერთო მასიდან. ო რ ტ შ ტ ე ი ნ უ რ ი - ხასიათდება პროფილში სხვადასხვა სიღრმეზე ორტშტეინის ფენის არსებობით. ყვითელმიწა-ეწერლებიანი ნიადაგები იყოფა სახეობად გაეწერებული ჰორიზონტის ქვედა საზღვრის სიღრმის მიხედვით: წვრილ გაეწერებული (25 სმ - მდე), არაღრმად გაეწერებული (25 – 50 სმ), ორმაგ გაეწერებული (50 სმ - ის ქვემოთ). ყვითელმიწა-ეწერლებიანი ნიადაგები მიეკუთვნებიან ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის აკრისოლების ჯგუფს, არჯიკ ჰორიზონტის არსებობის გამო. ნიადაგებში გამოვლენილია დიაგნოსტიკური კვალიფიკატორი გლეიკი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9