C

ყა ყვ ყო ყუ
ყვა ყვი

ყვითელ-ყომრალი ნიადაგები

ყვითელ-ყომრალი ნიადაგების ძირითადი დიაგნოსტიკური მაჩვენებლებია: პრაქტიკულად მკვდარი საფარის უქონლობა, კარგად გამოხატული ჰუმუსოვანი და ილუვიური ჰორიზონტები, ალიტური გამოფიტვა, რკინით გამდიდრება. ყვითელ-ყომრალი ნიადაგებისათვის დამახასიათებელია მჟავე რეაქცია; ყველაზე მაღალი მჟავიანობით გამოირჩევიან ჰუმუსოვანი ჰორიზონტები; სიღრმეში აღენიშნება მჟავიანობის შემცირების ტენდენცია. ეს ნიადაგები ჰუმუსს დიდი რაოდენობით შეიცავენ და მის განაწილებას არა აქვს ტყის ნიადაგებისათვის დამახასიათებელი კანონზომიერება. ჰუმუსის შემცველობა მეტად ნელა, თანდათანობით მცირდება და პროფილში დაახლოებით ერთი მეტრის სიღრმეზე ვრცელდება. ნიადაგები ფუძეებით არამაძღარია. შთანთქმული წყალბადი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა და ზოგ შემთხვევაში მას შთანთქმის ტევადობის ნახევარზე მეტი უჭირავს. ყვითელ-ყომრალები კალციუმით და მაგნიუმით ღარიბია. მექანიკური შედგენილობით ნიადაგები მძიმე თიხნარებს მიეკუთვნებიან. მიკრონული ფრაქციის გადადგილება პროფილში არ შეიმჩნევა ან უმნიშვნელოა. ყვითელ-ყომრალი ნიადაგების მინერალური ნაწილი ხასიათდება ფერალიტური გამოფიტვით, არასილიკატური რკინის მომატებული შემცველობით. თიხამინერალებში მაღალია კაოლინიტის შემცველობა, საშუალო რაოდენობითაა ქლორიტები, მცირე რაოდენობით აღინიშნება მონტმორილონიტი და ქარსები. კაჟმიწის განაწილება პროფილის მიხედვით თანაბარია, რომელთანაც კორელაციაშია ერთნახევარი ჯანგეულების მომატებული შემცველობა და თანაბარი განაწილება. ყვითელ-ყომრალი ნიადაგების ძირითადი ელემენტარული ნიადაგწარმომქმნელი პროცესებია: ფერალიტიზაცია, ჰუმუსწარმოქმნა, გამოტუტვა. ყვითელ-ყომრალი ნიადაგების საეთო ფართობები საქართველოში შედგენს 1,5% (106 000 ჰა). ეს ნიადაგები გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, სუბტროპიკული სარტყლის ყვითელმიწა, წითელმიწა და ყომრალ ნიადაგებს შორის, ზღვის დონიდან 400 – 500 მ - დან 800 – 1000 მ - მდე. ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორების, შედგენილობის და მათ ჩამოყალიბებაში მონაწილე პროცესების ღრმა შესწავლის საფუძველზე, 1967 წელს თ. ურუშაძემ პირველმა დაასაბუთა ყვითელ-ყომრალი ნიადაგების ცალკე გენეზისურ ტიპად გამოყოფის აუცილებლობა. თ. ურუშაძის მიერ საქართველოს ყვითელ-ყომრალი ნიადაგებისათვი დადგენილია და სხვა მაჩვენებლების ეტალონირებით, თავიანთ სამშობლოში დამოუკიდებლ ტიპად გამოყვეს ყვითელ-ყომრალი ნიადაგები. ყვითელ-ყომრალი ნიადაგებს უკავია ეროზიულ-დენუდაციური ტიპის რელიეფი. დ ე დ ა ქ ა ნ ე ბ ი წ ა რ მ ო დ გ ე ნ ი ლ ი ა პორფირიტული წყების, ნეოეფუზიების (ანდეზიტი, ანდეზიტ-ბაზალტი) ძველი, დენუდაციური ქერქითა და მათი დერივატებით. კლიმატი სუბტროპიკულ ჰუმიდურია. ზამთარი თბილია, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,7 – 3,2⁰C; ზაფხულის არის თბილი, ივლისის საშუალო ტემპერატურა 18,8 - დან 21,8 ⁰C - მდეა. სავეგატაციო პერიოდის ხანგრძლივობა ექვსი-შვიდი თვეა. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა საკმაოდ დიდია 1034 - დან 2108 მმ - მდე. თბილ პერიოდზე მოდის ნალექების ნახევარზე მეტი. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი მერყეობს 3500 - დან 4500⁰C - მდე. დატენიანების წლიური კოეფიციენტი ერთზე მეტია. ბუნებრივი მცენარეულობა წარმოდგენილია წაბლის ტყეებით, რომლებშიც მინარევის სახით გვხვდება კავკასიური რცხილა, ჰარტვისის მუხა, აღმოსავლეთის ნეკერჩხალი და სხვ. ამ ტყეების განმასხვავებელი ნიშანია მარადმწვანე ქვეტყის (წყავი, კავკასიური დეკა, კავკასიური მოცვი და სხც.) ფართო გავრცელება. ყვითელ-ყომრალი ნიადაგების შედარებით მცირე ფართობები ათვისებულია, ძირითადად, მრავალწლიანი კულტურებით: ვენახით, ხეხილით. ყვითელ-ყომრალი ნიადაგების პროფილს აქვს შემდეგი შენება: A – AB – B –C . A - რუხი-ყომრალი ჰუმუსოვანიჰორიზონტი საერთო სიმძლავრით 15 – 20 სმ, მარცვლოვანი, თიხნარი, ფესვების დიდი რაოდენობით, გადასვლა თანდათანობითი. AB - ყომრალი გარდამავალი ჰორიზონტი საეთო სიმძლავრით 15 – 20 სმ, მარცვლოვან-წვრილკაკლოვანი, თიხნარი, ფესვები ნაკლები რაოდენობით, გადასვლა ნათელი. B - ყვითელ-ყომრალი ილუვიური ჰორიზონტი საერთო სიმძლავრით 30 – 40 სმ, კოშტოვან-ხნული, თიხნარი, მომკვრივო, ერთდროულად ფესვები და ქანის ნატეხები, გადასვლა თანდათანობით. C - ყვითელ-ყომრალი, კოშტოვან-დაკუთხული, თიხნარი, ქანის ნატეხების დიდი რაოდენობით. ყვითელ-ყომრალი ნიადაგები განსხვავდებიან ყომრალებისაგან, რომლებიც ფორმირდებიან უფრო გრილ პირობებში, მოყვითალო და ზოგჯერ მოწითალო შეფერილობით, პრაქტიკულად მკვდარი საფარის უქონლობით, უარესი და ნაკლებად მდგრადი გასტრუქტურებით, უფრო ღრმა ფერალიტური გამოფიტვით, კაჟმიწის ნაკლები და ერთნახევარი ჟანგეულების მეტი რაოდენობით, უფრო მჟავე რეაქციით, მეტი ჰუმუსიანიბით და ჰუმუსირებით, ნაკლები შთანთქმის ტევადობით, რკინის სხვადასხვა ფორმის მეტი შემცველობით. ყვითელ-ყომრალი ნიადაგები განსხვავდებიან ყვითელმიწებისა და წითელმიწებისაგან, რომლებიც უფრო თბილ პირობებში ვითარდებიან, უფრო სუსტად გამოხატული მოყვითალო მოწითალო შეფერილობით, უფრო მძლავრი ჰუმუსოვანი ჰორიზონტით, უკეთესი გასტრუქტურებით, ნაკლები გამოფიტვით, ერთნახევარი ჟანგების მცირე და კაჟმიწის მეტი შემცველობით, შედარებით მაღალი გაცვლითი უნარიანობით. ყვითელ-ყომრალი ნიადაგები იყოფა ორ ქვეტიპად: ტიპური და გაეწერებული. ტ ი პ უ რ ი ყ ვ ი თ ე ლ ი - ყომრალი ნიადაგების თვისებები შეესაბამებიან ტიპისათვის დამახ ასიათებელ ნიშნებს. გ ა ე წ ე რ ე ბ უ ლ ი ყ ვ ი თ ე ლ ი - ყომრალი ნიადაგები ხასიათდებიან ზედა გაუფერულებული ფენით, რომელსაც აქვს მორუხო-ჩალისფერი შეფერილობა და სტრუქტურაში შრეობრიობის ელემენტები. მექანიკურ და მთლიან ქიმიურ შედგენილობაში მჟღავნდება ზედა ჰორიზონტების გაღარიბება ლექის ნაწილაკებით, ალუმინითა და რკინით. ყვითელ-ყომრალი ნიადაგების ქვეტიპებში გამოყოფენ შემდეგ გვარებს: ჩვეულებრივი, არასრულგანვითარებული, ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი - ვითარდებიან მძლავრ დელუვიონსა და ელუვიონზე. მათ ყველაზე სრულად აქვთ წარმოდგენილი ცალკეული ქვეტიპების თვისებები. ა რ ა ს რ უ ლ გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ უ ლ ი - ფორმირდებიან შედარებით მცირე სისქის მყარ ქანების ელუვიონზე და შეიცავენ ხირხატს მთელ პროფილში. ყვითელ-ყომრალი ნიადაგები იყოფიან სახეობებად ჰუმუსოვანი ჰორიზონტის სიმძლავრით: ღრმად ჰუმუსირებული (მეტი 30 სმ), არაღრმად ჰუმუსირებული (20 - დან - 30 სმ - მდე) და წვრილ ჰუმუსირებული (მეტი 20 სმ) ყვითელ-ყომრალი ნიადაგები მიეკუთვნებიან ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონცემთა ბაზის ლუვისოლების ჯგუფს არჯიკ ჰორიზონტის არსებობის გამო; ნიადაგების პროფილში აღინიშნება სტაგნიკ, მოლიჰუმიკ და ფერიკ დიაგნოსტიკური კვალიფიკატორები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9