C

ყა ყვ ყო ყუ
ყომ

ყომრალი

შავი ნიადაგები - ძირითადი ნიადაგწარმომქმნელი პროცესებია: ჰუმუსწარმოქმნა, ჰუმუსდაგროვება, გამოტუტვა, სიალიტიზაცია. ყომრალი - შავი ნიადაგები გავრცელებულია მცირე კავკასიონის ტყის სარტყელში ზღვის დონიდან 1100 – 1600 მ-მდე და უშუალოდ ემიჯნებიან ყომრალ ნიადაგებს. საქართველოში პირველად, ეს ნიადაგები, ამ სახელწოდებით თ. ურუშაძემ (1987წ) გამოყო. მან მოგვცა მათი სრული გენეზისური დახასიათება და დაასაბუთა მათი ცალკე გენეზისურ ტიპად გამოყოფის აუცილებლობა. ყომრალი - შავი ნიადაგები გავრცელებულია წყნარი რელიეფის პირობებში, ძირითადად, სამხრეთისკენ დახრილ გავაკებულ უბნებზე. ნიადგწარმომქმნელი ქანები წარმოდგენილია ანდეზიტ-ბაზალტებით. ყომრალი - შავი ნიადაგები ფორმირდებიან ტენიანი კლიმატის (გრილი ზაფხულით და ცივი ზამთრით) პირობებში. ყველაზე თბილი თვის - ივლისის საშუალო ტემპერატურაა 18,6⁰C აღწევს, ხოლო უველაზე ცივი თვის - იანვრის 2,2⁰C. საშუალო წლიური ტემპერატურა არის 8,0⁰C, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 2200 – 2500⁰C უდრის. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა ხუთი თვეა. ნალექების წლიური რაოდებიბა 700 მმ აღწევს. ბუნებრივი მცენარეული საფარი წარმოდგენილია აღმოსავლეთის მუხის მუხნარებით. ტყეები გამეჩხერებულია და საკმაოდ ძლიერედაა გავრცელებული ბალახოვანი საფარი. მუხნარების გარდა გავრცელებულია წიფლნარები, რცხილნარები. ყომრალი - შავი ნიადაგების პროფილს აქვს შემდეგი შენება: Ao – A₁/ - A₁// - A₁/// - BC₂ Ao - მკვდარი საფარი სიმძლავრით 1-2 სმ, რომლიც შედგება მუხისა და სხვა მერქნიანი ჯიშების ფოთლების, ტოტებისა და ნაყოფებისაგან. A₁/-შავ-ყომრალი-ჰუმუსოვანი ჰორიზონტი სიმძლავრით 10-15 სმ, კაკლოვან-მატცვლოვანი, თიხნარი, შედარებით ფხვიერი აგებულების, გადასვლა თანდათანობითი. A₁// - მუქი ყომრალი ჰუმუსოვანი ჰორიზონტი სიმძლავრით 15-25 სმ, კოშტოვან-კაკლოვანი, თიხნარი, მომკვრივო, გადასვლა თანდათანობითი. A₁/// – მუქი ყომრალი ჰუმუსოვანი ჰორიზონტი სიმძლავრით 20-25 სმ, თიხნარი, მომკვრივო, კოშტოვანი, გადასვლა თანდათანობითი. BC₂ - ქანისკენ გარდამავალი ყომრალი ჰორიზონტი სიმძლავრით 15 – 35 სმ, კოშტოვან-დაკუთხული, თიხნარი. ყომრალი - შავი ნიადაგები განსხვავდებიან ყომრალებისაგან მძლავრი ჰუმუსოვანი ჰორიზონტით, ღრმა ჰუმუსირებით, პროფილში ლექისა და ფიზიკური თიხის თანაბარი განაწილებით. ყომრალი - შავი ნიადაგები განსხვავდებიან შავმიწებისაგან სუსტი მჟავე რეაქციით, ჰუმუსის ფულვატური ტიპით, პროფილის გათიხებით. ყომრალი - შავი ნიადაგების ტიპში გამოიყოფა ერთი ქვეტიპი - ტ ი პ უ რ ი ყ ო მ რ ა ლ- შ ა ვ ი ნიადაგები, რომელიც შეესაბამება ტიპის ცნებას. ყომრალი - შავი ნიადაგების ქვეტიპს ყოფენ ორ გვარად: ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი და ა რ ა ს რ უ ლ გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ უ ლ ი. ყომრალი - შავი ნიადაგები, ჰუმუსოვანი ჰორიზონტის სიმძლავრის მიხედვით, იყოფა შემდეგ სახეობებად: მძლავრი (ნაკლები 80), საშუალო სიმძლავრის (80 – 40 სმ), მცირე სიმძლავრის (მეტი 40 სმ). ყომრალი ნიადაგები მიეკუთვნებიან ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის კამბისოლების ჯგუფს, კამბიკ ჰორიზონტოს არსებობის გამო. ნიადაგებში ფიქსირდება მოლიჰუმიკი და ეუთრიკ დიაგნოსტიკური კვალიფიკატორები. ყომრალ - შავი ნიადაგები მიეკუთვნებიან ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის ჩერნოზიომების ჯგუფს. სპეციფიკური, ტიპური თვისებების გამოხატულობის გამო, სახელწოდებას სუფიქსად დაემატება კვალიფიკატორი ჰაოლიკი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9