C

ყა ყვ ყო ყუ
ყურ ყუძ

ყურძნის თეთრი სიდამპლე ანუ ვაიტ როტი

L. (Coniothyrium diplodiella (Speg) Sacc.)
მეხილეობის თითქმის ყველა ზონაში გვხვდება, უფრო მეტად - თელავის გურჯაანის, სიღნაღის, საგარეჯოს, გარდაბნის, ზესტაფონის, ბაღდათის, ვანის და სოხუმის რაიონებში. ამ დაავადებით, პირველ რიგში, მღრღნელი მავნებლისაგან მექანიკურად დაზიანებული ვაზის ფოთოლი, მტევანი და ყლორტი ავადდება. ფოთოლზე ჩნდება მუქი მწვანე ლაქები, რომლებიც მალე ხმებიან. ყლორტზე კი მოთეთრო ლაქები ჩნდება. დაავადება უფრო სეტყვის შემდეგ იჩენს თავს, რის შედეგადაც დაზიანებული ადგილიდან იწყება ლაფნის უჯრედების დაშლა, წვენის მოძრაობა წყდება და იწყება ხმობა მუხლთან. გამხმარი ტოტი ან ქარის დროს ადვილად იმტვრევა ან გამხმარი რჩება მცენარეზე. ყლორტებს სხვადასხვა ადგილზე ნათლად შესამჩნევი დიდი თეთრი ლაქები უჩნდება, რომელსაც გარშემო შემოვლებული აქვს მოწითალო არშიები. როდესაც ეს ლაქები ერთიანდება იწყება ყლორტის ზედა ნაწილის ხმობა. მტევნის დაზიანება უფრო ხშირად იწყება სიმწიფის შესვლის პერიოდიდან. ამისათვის მნიშვნელობა აქვს იმას, ინფექვიის შეჭრა საიდან ხდება. თუ დაავადება ყუნწიდან დაიწყო, მაშინ მთელი მტევანი იღუპება. დაავადებული მარცვალი კი საბოლოოდ შრება და დიდხანს რჩება მტევანზე.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9