C

ყა ყვ ყო ყუ
ყურ ყუძ

ყურძნის შავი სიდამპლე ანუ ბლეკ-როტი

L. (Guignardia bacae 9 Cav.0 lacz)
კახეთსა და ქვემო ქართლის მევენახეობის რაიონებში გვხდება. მას დიდი მავნეობის მოტანა არ შეუძლია, რადგან ჭრაქის წინააღმდეგ ყოველწლიურად თანამიმდევრულად ბრძოლის ღონისძიებების გატარებით ძლიერ იზღუდება მისი განვითარება. შავი სიდამპლე აავადებს ფოთლებს მარცვლებს, იშვიათად ყლორტებს. ახალგაზრდა ფოთლებზე წარმოიშობა მცირე ზომის წაგრძელებული მწვანე ლაქები. მარცვლის დაავადების ნიშნებია: ავადმყოფობის დასაწყისში მარცვალს უჩნდება პატარა ჩაზნექილი მუქი ლურჯი ლაქები, რომლებიც 2-3 დღეში მთელ მარცვალს ედება. მარცვალი რბილდება, იჭმუჭნება მუმიფიცირდება და ასე რჩება მტევანზე. მასზე ჩნდება შავი წერტილები - პიკნიდიები, რომლებიც სოკოს ნატოფიანობაა. პიკნიდიები მომწიფდება, გამოდიან კონოდიები, გადადიან ვაზის სხვა ორგანოებზე და აავადებენ მათ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9