C

ყა ყვ ყო ყუ
ყურ ყუძ

ყურძნის ჭია

L. (Lobesia botrana Den. Er Schiff)
ზამთრობს ჭუპრის ფაზაში შტამბზე ქერქის ქვეშ იგი წელიწადში სამ თაობას იძლევა. პირველი თაობის მატლი ყვავილედს აზიანებს, მეორე და მესამე თაობისა კი ყურძნის მარცვალს, მატლი მარცვალზე ღრმულებს აჩენს და შიგ ძვრება, მესამე თაობის მატლი სიმწიფეში შესულ მარცვალს აზიანებს. ამ პერიოდში დაზიანებულ მარცვალზე ინტენსიურად ვითარდება სიდამპლის გამომწვევი მიკროორგანიზმები. ყურძნის ჭია უფრო მეტად ეტანება დაბურულ ვაზს და გაურბის მზით განათებულ მტევანს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9