C

შა შე შვ შთ ში შკ შტ შუ შხ
შავ შარ

შავი ბაქტერიოზი

L. (Xanthomonas campestris pv. Undulosa (Smith et al.) Dye).
შავი ბაქტერიოზი საქართველოს პირობებში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. დაავადება ვლინდება ფოთლებზე, ღეროზე, თავთავსა და მარცვლებზე. დაავადების დამახასიათებელი ნიშანია თავთავების გამუქება ზედა ნაწილში. თუ დაავადება განვითარდა. თავთავები მთლიანად მუქდება. ამიტომ დაავადებას უწოდებენ შავ ბაქტერიოზს. მარცვლები იზრდება წვრილი შავი ფერის ლაქებით. მარცვლის გარსი არ იშლება, მაგრამ ის ძლიერ დარბილებულია. ბაქტერია მცენარიდან მცენარეზე წყლის წვეთით, მწერებითა და ზოგჯერ ქარის საშუალებით ვრცელდება. მცენარეში იჭრება ბაგეებიდან. დაავადების ძლიერი განვითარება აღინიშნება მაღალი ტენიანობისას მარცვლის ფორმირების პერიოდში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9