C

შა შე შვ შთ ში შკ შტ შუ შხ
შავ შარ

შავი ნიადაგები

შავი ნიადაგებისთვის (ე.წ. ბარის შავმიწები) დამახასიათებელია პროფილის ზედა ნაწილის შავი შეფერილობა, საკმაოდ მძლავრი ჰუმუსოვანი ჰორიზონტი და შუა ნაწილის გათიხება. შავი ნიადაგები ხასიათდებიან სუსტად ტუტე რეაქციით, კარბონატულ-ილუვიური ჰორიზონტის არსებობით, კარბობატების მაქსიმუმით 60-120 სმ სიღრმეზე, გათიხებით, თიხა მექანიკური შედგენილობით, თიხამინერალებში სმექტიტის, ჰიდროქარსებისა და ქლორიტის სიჭარბით, არასილიკატური და დაკრისტალებული რკინის დაგროვებით პროფილის შუა ნაწილში, ხოლო ამორფული რკინის - პროფილის ზედა ნაწილში, ჰუმუსის ზომიერი შემცველობითა და ჰუმატური ტიპით, ზოგიერთ შემთხვევაში ადვილად ხსნადი მარილებისა (სულფატების) და თაბაშირის დაგროვებით, დაწიდულობის ნიშნებით (მახვილწიბოიანი და სავპეწიანი). შავი ნიადაგებისათვის დამახასიათებელია შემდეგი ძირიტადი ელემენტარული ნიადაგწარმომქმნელი პროცესები: ჰუმუსდაგროვება, დამლაშება, გაკარბონატება, სიალიტიზაცია და სლიტიზაცია შავი ნიადაგების საერთო ფართობი საქართველოში შეადგენს 3,9% (266 800 ჰა). ეს ნიადაგები გავრცელებულია გარე და შიგა კახეთის, ქვემო და ნაწილობრივ შუა ქარელის რაიონებში. შავ ნიადაგებს უკავია აღმოსავლეთ საქართველოს მთათაშორისი დაბლობი ზონა, რომელიც წარმოქმნილია დენუდაციურ-აკუმულაციური (შერეული) და საკუთრივ აკუმულაციურ-გენეზისური გეომორფოლოგიური ტიპით. შავი ნიადაგების გავრცელების ზოლში აგრეთვე გვხვდება დახრილი ტერასისებრი (ზღვის დონიდან 650 – 750 მ ფარგლებში) და ზეგანი-პენეპლენის ვაკე (ზღვის დონიდან 700 – 1000 მ შორის), შავი ნიადაგების არეალში ფართოდაა გავრცელებული რელიეფის აკუმულაციური ტიპი, რომელიც წარმოდგენილია ამოქვაბულისა და ალუვიური ვაკეების ფორმით. ნიდაგწარმომქმნელი ქანები წარმოდგენილია გაჯიანი, კირითა და თაბაშირით მდიდარი თიხიანი და იფნარი ნაფენებით, ქვიშიან-თიხიანი ნალექებითა და კონგლომერატებით. შავი ნიადაგები ვითარდებიან მშრალი სუბტროპიკების ტიპის კლიმატის პირობებში თბილ, თითქმის უთოვლო ზამთრით და ცხელი, მშრალი ზაფხულით. ყველაზე თბილი თვის (ივლისის) ტემპერატურაა 22 – 23,9⁰C, ყველაზე ცივი თვის (იანვრის) – 0,3 – 3,8. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 10 – 11,9⁰C. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 4000⁰C აღწევს. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა ექვსი-შვიდი თვეა. ნალექების წლიური რაოდენობა მერყეობს 400 – 600 მმ ფარგლებში. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა იცვლება 64 - დან 70% - მდე. შავი ნიადაგები გავრცელებულია მშრალ სუბტროპიკულ სტეპებში. სტეპის მცენარეულობაში გამოყოფენ შემდეგ დაჯგუფებებს: ჯაგეკლიანი, უროიანი, ვაციწვერიანი და მდელოს ნაირბალახოვანი. შავი ნიადაგებს აქვთ პროფილის შემდეგი შენება: A₁/ - A₁// - AB– B – BC. A₁/ - შავი ჰუმუსოვანი ჰორიზონტი საერო სიმძლავრით 15 – 25 სმ, თიხიანი, კოშტოვან-დაკუთხული ან მარცვლოვანი, ფესვები დიდი რაოდენობით, მომკვრივო. A₁// - შავი, ოდნავ მორუხო ჰუმუსოვანი ჰორიზონტი საერთო სიმკვრივით 10 – 20 სმ,თიხიანი, კაკლოვან-პრიზმული, მკვრივი, დაწიდული. B მოშავო-ყავისფერი, ჰორიზონტი საერთო სიმძლავრით 15 -25 სმ, თიხიანი, კოშტოვან -პრიზმული, მკვრივი, დაწიდული. BC - ჩალისფერი ჰორიზონტი საერთო სიმძლავრით 15-25 სმ, თიხიანი, კოშტოვან-პრიზმული, მკვრივი, დაწიდული. შავი ნიადაგები განსხვავდებიან ყავისფერი ნიადაგებისაგან უფრო მძლავრი ჰუმუსოვანი ჰორიზონტით, შავი შეფერილობით, დაკუთხულ-კაჟოვანი ან დაკუთხულ-კოშტოვანი სტრუქტურით, შედარებით მძიმე მექანიკური შედგენილობით, დაწიდულობის ნიშნებით (მახვილ წიბოიანი და შავპეწიანი) შავი ნიადაგები რუხი-ყავისფერი ნიდაგებისაგან განსხვავდებიან მძლავრი ჰუმუსოვანი ჰორიზონტით, შავი შეფერილობით, უფრო მძიმე მექანიკური შედგენილობით, ჰუმუსის მაღალი შემცველობით, ნაკლებად გამოხატული კარბონატულ-ილუვიური ჰორიზონტის არსებობით, დაწიდულობის ნიშნებით (მახვილ წიბოიანი და შავპეწიანი). შავი ნიადაგები განსხვავდებიან შავმი წებისაგან დაკუთხულ-კაკლოვანი ან დაკუთხულ-კოშტოვანი სტრუქტურით, უფრო მძიმე მექანიკური შედგენილობით, გამოხატული გათიხებით, რკინის სხვადასხვა ფორმის მეტი შემცველობით, ზოგიერთ შემთხვევაში ადვილად ხსნადი მარილების და თაბაშირის გარკვეული დაგროვებით, დაწიდულობის ნიშნებით (მახვილწიბოიანი და შავპეწიანი). შავი ნიადაგები იყოფა რამდენიმე ქვეტიპად: მდელოს-ლებიანი, გამოტუტული, ტიპური, კარბონატული. მ დ ე ლ ო ს-ლ ე ბ ი ა ნ ი შ ა ვ ი ნიადაგები ფორმირდებიან დეპრესიულ ადგილებში, ნატბეურ-დეპრესიულ ქვაბულებში. აკუმულაციური ფენა საკმაოდ მძლავრია, გალებების ნიშნები 50 სმ ქვევითაა, კარბონატები ძირითადად წარმოდგენილია კონკრეციებით ან თეთრი ლაქებით. მექანიკური შედგენილობა მძიმე თიხნარი ან მსუბუქ თიხინია. ჰუმუსის ტიპი ჰუმატურია, ნიადაგები მაღალი გაცვლითუნარიანობით ხასიათდებიან. გ ა მ ო ტ უ ტ უ ლ ი შ ა ვ ი ნიადაგები შედარებით მცირე ფართობზეა გავრცელებული. კარბონატულობა 0,5 მ-დან იწყება. ზედა ჰორიზონტების რეაქცია ნეიტრალურია, ხოლო ქვედა ჰორიზონტების-სუსტი ტუტე. ჰუმუსის ტიპი ჰუმატურ - ფულვატური ან ჰუმატურია. შთანთქმის ტევედობა საკმაოდ მაღალია (30 – 40 მგ. ექვ.). ტ ი პ უ რ ი შ ა ვ ი ნიადაგები გავრცელებულია მოაწორებული რელიეფის პირობებში. კარბონატულობა აღინიშნება სახნავის ქვედა ფენიდან (25 – 30 სმ ქვემოთ). ჰუმუსის შემცველობა საშუალოა, ჰუმუსის ტიპი ჰუმატური. შთანთქმის ტევადობა საკმაოდ მაღალის. ამ ნიადაგებში მცირე რაოდენობითაა გაცვლითი ნატრიუმი (2-3% საერთო ტევადობიდან). კარბონატული შავი ნიადაგები ფართო გავრცელებით ხასიათდებიან. კარბონატულობა აღინიშნება ზედაპირულად. ჰუმუსის შემცველობა მცირეა. მექანიკური შედგენილობა მსუბუქი და საშუალო თიხიანია, ჰუმუსის ტიპი ჰუმატური. გაცვლითუნარიანობა საკმაოდ მაღალია შავი ნიადაგების ქვეტიპებში გამოყოფენ შემდეგ გვარებს: ჩვეულებრივი, ბიცობიანი. ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი - გამოიყოფა ყველა ქვეტიპში. ფორმირდებიან შედარებით ერთგვაროვან, წვრილმიწიან, ზომიერად კარბონატულქანებზე. ამ გვარს გააჩნია შავი ნიადაგების ქვეტიპების ყველა ნიშანი და თვისება ბ ი ც ო ბ ი ა ბ ი - ჰუმუსოვანი ჰორიზონტის ფარგლებში აქვთ ბიცობიანი გამკვრივებული ჰორიზონტი, რომელიც შეიცავს საეღო ტევადობიდან 5% მეტ შთანთქმულ ნატრიუმს. შავი ნიადაგები იყოფა სახეობებად ჰუმუსის შემცველობის მიხედვით: სუსტად ჰუმუსიანი (ნაკლები 2%), მცირეჰუმუსიანი (2-3%), საშალოჰუმუსიანი (3-5%), ბევრჰუმუსიანი (ნაკლები 5%). შავი ნიადაგები მიეკუთვნებიან ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის ვერტისოლების ჯგუფს. ვერტიკ ჰორიზონტის გამო, რომელშიც პერიოდულად მიმდინარე დაჯდომისა და გაჯირჯვების პროცესებმა განაპირობეს სლიქენსაიდების წარმოქმნა. მოცემული თვისების ტიპური გამოვლინების გამო, სახელწოდებას დაემატება კვალიფაკატორი ჰაპლიკი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9