C

შა შე შვ შთ ში შკ შტ შუ შხ
შავ შარ

შავმიწები

შავმიწებისათვის (ე.წ. მთის შავმიწებისათვის) დამახასიათებელია კარგად გამოხატული საკმაოდ მძლეავრი და შავი შეფერილობის ჰუმუსოვანი ჰორიზონტი, პროფილის გათიხება. შავმიწები ხასიათდებიან სუსტად მჟავე, ნეიტრალური ან სუსტად ტუტე რეაქციით, ფუძეებით მაძღრობით, ჰუმუსის მაღალი შემცველობით (ზოგიერთ შემთხვევაში ჰუმუსის რაოდენობა 10% აღწევს), გაცვლითი კატიონების კალციუმის მკვეთრი სიჭარბით, ძირითადი ჟანგეულების მეტ-ნაკლები თანაბარი განაწილებით, თიხიანი ან მძიმეთიხნარი მექანიკური შედგენილობით. შავმიწებისთვის დამახასიათებელია შემდეგი ძირითადი ელემენტარული ნიდაგწარმოომქმნელი პროცესები: ჰუმუსწარმოქმნა, ჰუმუსდაგროვება და სიალიტიზაცია. შავმიწების საეთრთო ფართობი საქრთველოში შეადგენს 1,4% (99 200 ჰა). ეს ნიადაგები გავრცელებულია სამხრეთ მთიანეთში, ზღვის დონიდან 1200 – 1900 მ შორის. სამხრეთ მთიანეთის შავმიწების უმეტესი ნაწილი განვითარებულია ვულკანურ პლატოზე, რომელიც მთიანი ვაკის ხასიათს ატარებს. საქართველოს შავმიწების ზოლი გეომორფოლოგიურად იყოფა დენუდაციურ, ამფითიატრისებრ და აკუმულაციურ ტიპებად. ახალქალაქ - წალკის რეგიონის ვაკეები აგებულია ანდეზიტების, ანდეზიტ-ბაზალტებისა და ბაზალტური ქანებისაგან. დეპრესიებში ეს ქანები გადაფარულია ტბური ნალექებით. გამოზიდვის კონუსები წარმოდგენილია ანდეზიტ-დაციტებით. გამყინვარების პერიოდში სამხრეთ მთიანეთმა გამყინვარება განიცადა, რაზედაც მოუთითებს გავრცელებული მორენული ნაფენები. შავმიწების სარტყელი ხასითდება ცივი ჰავით. საშუალო წლიური ტემპერატურა უდრის 5,9 ⁰ C. ყველაზე ცივი თვის (იანვრის) ტემპერატურაა -7,5 0 C, ხოლო თბილი თვის (ივლისის) 16,8 ⁰ C. ზამთარში ტემპერატურა ხშირად მინუს 20 – 250 C - მდე ეცემა. სავეგეტაციო პერიოდის ხსანგრძლივობა 5 თვეს უდრის. ნალექების რაოდენობა 545 – 746 მმ - ია. მათი მაქსიმუმი მაის - ივნისში მოდის, ხოლო მინიმუმი ძამთარში.წლიური საშუალო ჰაერის შეფარდებითი ტანიანობა 70% უდრის. ბუნებრივი მცენარეულობა ძირითადად მდელო-სტეპის ტიპისაა და აერთიანებს შემდეგ დაჯგუფებებს: უროიანი, ვაციწვერიანი, მარცვლოვან ნაირბალახოვანი და ისლიან - ჭალიანი. შავმიწებს აქვთ პროფილის შემდეგი შენება: A₁ / - A₁ // - AB– BC. A₁ / - შავი ჰუმუსოვანი ჰორიზონტი საერთო სიმძლავრით 15 – 20 სმ, თიხნარი, მარცვლოვან-წვრილკაკლოვანი, ფესვები დიდი რაოდენობით. A₁ // - შავი ჰუმუსოვანი ჰორიზონტი საერთო სიმძლავრით 15 – 25 სმ, თიხნარ-თიხიანი, თიხნარ-თიხიანი, კოშტოვან-კაკლოვანი, ფესვები ნაკლები რაოდენობით. AB - მოშავო-ყავისფერი გარდამავალი ჰორიზონტი საერთო სიმძლავრით 15-25 სმ, თიხნარ-თიხიანი, კოშტოვან-პრიზმული, მომღვრიო, ფესვები ერთეულად. BC - ყავისფერ-ჩალისფერი ჰორიზონტი საერთო სიმძლავრით 25-35 სმ, თიხნარ თიხიანი, კოშტოვან-დაკუთხული. შავმიწები განსხვავდებიან შავინი ადაგებისაგან კოშტოვან-კაკლოვანი სტრუქტურით, უფრო მსუბუქი მექანიკური შედგენილობით, დაწიდულობის ნიშნების უქონლობით. შავმიწები განსხვავდებიან შავი ნიადაგებიდან კოშტოვან-კაკლოვანი სტრუქტურით, უფრო მსუბუქი მექანიკური შედგენილობით, დაწიდულობის ნიშნების უქონლობით. შავმიწები იყოფა ქვეტიპებად: გამოტუტული და ტიპური. გ ა მ ო ტ უ ტ უ ლ ი შავმიწები გავრცელებულია ყველაზე მაღალი ჰიფსომეტრული ნიშნულებზე. ამ ნიადაგების რეაქცია სუსტად მჟავეა ან ნეიტრალური. კარბონატები არ აღინიშნება. ტ ი პ უ რ ი შავმიწები ნეიტრალური ან სუსტად ტუტე რეაქციით ხასიათდებიან. ნიდაგის პროფილში აღინიშნება კარბონატები. შავმიწების ქვეტიპებში გამოყოფენ შემდეგ გვარებს: ჩვეულებრივი, უკარბონატო, ნარჩენ-კორბონატული, ჩვეულებრივი -გამოიყოფა ყველა ქვეტიპში. ამ გვარს გააჩნია შავმიწების ქვეტიპების ნიშან-თვისებები. უ კ ა რ ბ ო ნ ა ტ ო - ამ გვარის ნიადაგები არ შეიცავენ კარბონატებს. ნ ა რ ჩ ე ნ -კ ა რ ბ ო ნ ა ტ უ ლ ი - ფორმირდებიან კარბონატულ ქანებზე. შავმიწები იყოფა სახეობებად ჰუმუსის შემცველობის მიხედვით: სუსტად ჰუმუსიანი (5%). შავმიწები მიეკუთვნებიან ნიადაგების რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის ჩერნოზიომების ჯგუფს. შავმიწების პროფილში გამოვლინდა დიაგნოსტიკური კვალიფიკატორი ვორონიკი, რომელიც გულისხმობს ვორონიკ (მოლიკ ჰორიზონტის სპეციალურ ტიპს) ჰორიზონტის არსებობას. ის არის სქელი, კარგად გასტრუქტურებული (მარცვლოვანი სტრუქტურა), შავი ან მოშავო შეფერილობის ზედაპირული ჰორიზონტი ფუძეების მაღალი მაძღრობით (ნაკლები 80%), ორგანული ნივთიერების მაღალი შემცველობით (C ორგანული შემცველობა მინიმუმ 1,5% და ორგანული ნივთიერება 2,5%), მაღალი ბიოლოგიური აქტივობით. ვორონიკი მოიცავს გარდამავალ ჰორიზონტებს (მაგ: AB), რომლებშიც დომინანტურია ზედაპირული ჰორიზონტების მახასიათებლები. მეორე დიაგნოსტიკური კვალიფაკატორი არის მოლიკი, რომელიც მიუთითითებს მოლიკ ჰორიზონტის არსებობაზე. ჰორიზონტი მოლიკი მუქი ფერის ზედაპირული ჰორიზონტია ფუძეების მაღალი მაძღრობით (ნაკლები 50%), ორგანული ნივთიერებების მაღალი ან საშუალო შემცველობით (C ორგანული შემცველობა არ უნდა იყოს 0,6% - ზე დაბალი და ორგანული ნივთიერება/ჰუმუსის რაოდენობა 1% - ზე ნაკლები), სისქე არანაკლები 25 სმ - ზე. ვორონიკის სპეციფიკა, მოლიკთან შედარებით, გამოიხატება C ორგ - ის მაღალ შემცველობაში და უფრო მუქ შეფერილობაში. შავმიწებში სავარაუდოდ ასევე გამოვლენილია კვალიფაკოტერი კალციკი, რომლებიც გულისხმობს მეორადი კარბონატების დაგროვებას ნიადაგის ზედაპირიდან 100 სმ - ის საზღვრებში. მეორადი CaCO₃ შავმიწების პროფილის ქვრდა ნაწილში გვხვდება როგორც დიფუზიურ ფორმაში (ნიადაგის მასაში წვრილი ნაწილაკების სახით), ასევე ახალწარმომქმნელების სახით (ფსევდომიცელიუმი). შავ მიწების პროფილში მეტ-ნაკლებად გამოვლენილია არჯიკის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები (განსაკუთრებით მის შუა ნაწილში): მძიმე მექანიკური შწდგენილობა, თიხის მინიმუმ 8% შემცველობა, ლექის ფრაქცია აკუმულაცია, არჯიკ ჰორიზონტის ილუვიური ბუნება შეიძლება დადგინეს აგრეგატებზე თიხის კუტანების არსებობით. შავმიწებისათვის ასევე დამახასიათებელია ეუთრიკ კვალიფიკატორი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9