ისეთი ნივთიერებების რეგულირების პროცესი, რომლებიც უკიდურესად მაღალ რისკს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს, მათი წარმოების, ბაზარზე განთავსების (იმპორტის ჩათვლით) ან გამოყენების პირობების დადგენისა ან შეზღუდვის გზით. შეზღუდული ნივთიერებები შეტანილია იმ ცალკეული საშიში ნივთიერებების, ნარევებისა და საგნების ნუსხაში, რომელთა წარმოება, ბაზარზე განთავსება და გამოყენება ექვემდებარება შეზღუდვას.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.