C

შა შე შვ შთ ში შკ შტ შუ შხ
შვე

შვედური ბუზი

L. (Oscinella frit L)
ზრდასრული მწერი შავია. იგი ოდნავ ბრჭყვიალაა და ზურგზე მკაფიო ლითონისებრი ზოლები გასდევს. თავი, ულვაშები და მუცელი შავი აქვს; ფეხები შავი ან მოშავო-ყავისფერი; უკანა ფეხების თათები მოყვითალო-ყავისფერია; ფრთები გამჭვირვალე და ლითონისებრ პრიალა. ბუზის სხეულის სიგრძე 1,5-3 მმ-ია. 10 შვედური ბუზი იმითაა მავნე, რომ მისი მატლები მცენარის მთელ ღეროს აზიანებენ და მცენარე იღუპება. ამ შემთხვევაში მოსავალს მხოლოდ მეორადი და გვერდითი ღეროები იძლევიან. საგაზაფხულო ხორბალს (დიკა) შვედური ბუზის მატლები უფრო მეტად აზიანებენ, რადგან მატლები სწორედ მაშინ იჩეკებიან, როდესაც მცენარეს 2-3 ფოთოლი აქვს გამოზრდილი. შვედური ბუზი აზიანებს საშემოდგომო და საგაზაფხულო ხორბალს, ქერს, შვრიას, შვრიუკას, შალაფას, ჭანგას, გლერტას, მწყერფეხას, ძურწას და სხვ. შვედური ბუზი საშემოდგომო ჯეჯილის ან გარეული ხორბლოვნების ღეროში მატლის სახით იზამთრებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9