ფართოდ გავრცელებული საღი (კაინოტიპური) მუქი ფერის ფუძე ვულკანური ქანი. გაუჯერებელია კაჟმიწით, გამდიდრებულია Mg, Fe და Ca-ის ჟანგებით. შემადგენელი მინერალები: ფუძე პლაგიოკლაზი (ლაბრადორ-ბიტოვნიტი), პიროქსენი (უმთავრესად ავგიტი), ხშირად ოლივინი, იშვიათად რქატყუარა; მადნეულებიდან მაგნეტიტი ან ილმენიტი. ჩვეულებრივ ბაზალტში ამა თუ იმ რაოდენობით გვხვდება ვულკანური მინა. ბაზალტის მინით მდიდარ სახესხაობას ჰიალობაზალტი ეწოდება, ხოლო სრულკრისტალურს და რამდენადმე მსხვილმარცვლოვანს — დოლერიტი. ბაზალტი ადვილად ლღვება; ლღობილ ბაზალტს იყენებენ მჟავაგამძლე ქიმიური აპარატურის, მილების, ძლიერი დენის ელექტროიზოლატორების დამზადებისატვის და სხვ. ნორმალური რიგის ბაზალტში ორ ტიპს გამოყოფენ: ოლივიანიანს და უოლივინოს, ანუ ტოლეიტურს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.