| | |
ა) არაიზოლირებული შუალედური პროდუქტი - შუალედური პროდუქტი, რომლის ამოღება (სინჯების გამოკლებით) სინთეზის დროს იმ მოწყობილობიდან, სადაც სინთეზი მიმდინარეობს, განზრახ არ ხდება. ასეთი მოწყობილობებია სარეაქციო ჭურჭელი, მისი დამხმარე მოწყობილობები და ყველა ის მოწყობილობა, რომელში ნივთიერება უწყვეტი ან წყვეტილი პროცესების დროს გაივლის, აგრეთვე რეაქციის შემდგომი ეტაპისთვის ერთი ჭურჭლიდან მეორეში ნივთიერებების გადასაყვანი მილები, წარმოების პროცესის დასრულების შემდეგ ნივთიერების შესანახი რეზერვუარების ან სხვა ჭურჭლის გამოკლებით;
ბ) წარმოების ადგილზე იზოლირებული შუალედური პროდუქტი - შუალედური პროდუქტი, რომელიც არ აკმაყოფილებს არაიზოლირებული შუალედური პროდუქტის კრიტერიუმებს და სადაც შუალედური პროდუქტის წარმოება და ამ შუალედური პროდუქტიდან სხვა ნივთიერების (ნივთიერებების) სინთეზი მიმდინარეობს ერთი ან რამდენიმე იურიდიული პირის მართვაში მყოფ ერთსა და იმავე ადგილზე;
გ) ტრანსპორტირებული იზოლირებული შუალედური პროდუქტი - შუალედური პროდუქტი, რომელიც არ აკმაყოფილებს არაიზოლირებული შუალედური პროდუქტის კრიტერიუმებს და ხდება მისი სხვა ადგილზე ტრანსპორტირება და მიწოდება.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |