L. (Haplochrois theae, ძველად Parametriotes theae) მავნებლის მატლები აზიანებენ როგორც უხეშ ფოთლებს, ისე ნაზ ყლორტებსა და გამერქნებულ ტოტებსაც. ფოთლებში ისინი წარმოშობენ ნაღმს და პარენქიმით იკვებებიან, ყლორტებში კი გულით იკვებებიან, რასაც მათი გახმობა მოსდევს. ყლორტების მაქსიმალური დაზიანება მარტ-აპრილში აღინიშნება. ფოთლებისა და ყლორტების დაზიანება მნიშვნელოვნად აფერხებს როგორც ახალგაზრდა, ისე სათესლე ჩაის ბუჩქების ზრდას, მოსავლიანობასა და პროდუქციის ხარისხს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.