C

ჩა ჩვ ჩი
ჩაი ჩამ ჩან ჩახ

ჩამორეცხვის ხარისხი ნიადაგისა

წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიის შედეგად ნიადაგის ზედა, ყველაზე ნაყოფიერი ფენის დაშლისა და ჩამორეცხვის (ეროდირების) ხარისხის მიხედვით განირჩევა:

1. სუსტად ეროზირებული ნიადაგი, რომელშიც ჩამორეცხილი ან ამოქარულია A₁ ჰორიზონტის არა უმეტეს ნახევარი;

2. საშუალოდ ეროზირებული ნიადაგი, რომელშიც ჩამორეცხილია A₁ ჰორიზონტის ნახევარზე მეტი, შეიძლება მოიხსნას ილუვიური ჰორიზონტის B₁ ზედა ნაწილი;

3. ძლიერ ეროზიული ნიადაგი, რომელშიც ილუვიური ჰორიზონტი მთლიანადაა ჩამორეცხილი და იხვნება ნიადგწარმომქმნელი ქანი ან მისი გამოფიტვის პროდუქტები.

Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9