C

ჩა ჩვ ჩი
ჩვე

ჩვეულებრივი აბლაბუდა ტკიპა

L. (Tetranychus telarius L.)
ეს ტკიპა თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურას, მათ შორის, გოგრისებრებსაც აზიანებს. ზრდასრული მდედრი ზამთარს ისეთ ადგილას ატარებს, რომელიც დაცულია გარემოს არახელსაყრელ პირობებისაგან. მისი აქტიურობა გაზაფხულზე 12-13⁰ C – ზე ტემპერატურის დადგომისას იწყება. ის ძირითადად ქარით ვრცელდება; წელიწადში რამდენიმე თაობას ავითარებს; სახლდება რა მკვებავი მცენარის ფოთლის ქვედა მხარეზე, თანდათანობით მრავლდება და ქმნის კოლონიებს. ტკიპები, როგორც სხვა მწუწნი მავნებლები, უარყოფითად მოქმედებს მოსავლის რაოდენობაზე და ხარისხზე.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9