თავთავიან კულტურებსა და მარცვლოვან ბალახებს აზიანებს. ფესვთა სისტემის ლპობა, როგორც აღმონაცენზე, ასევე მოზრდილ მცენარეებზეც შეინიშნება. გაღვივებული თესლი სამის ნაცვლად მხოლოდ ერთ ფესვს წარმოქმნის, აღმონაცენი დეფორმირდება და იღუპება. ღერო ძირში მუქდება და ლპება. შედეგად დაზიანებული ქსოვილი რბილდება, ხოლო მცენარე იღუპება. დაავადებული ღეროები მუქი-რუხი ნაფიფქით იფარება. ზრდასრული მცენარის ფოთლებზე შეიძლება წარმოიქმნას მუქი ლაქები, რომლებზეც მოგვიანებით ღია ან მუქი რუხი, მოგრძო ფორმის არშია ჩნდება. მასზე მუქი ზეთისხილისფერი ნაფიფქი შეინიშნება. ხშირად ზიანდება თავთავის კილი (გარსი), თესლი ბჟირობას განიცდის, ხოლო ჩანასახოვანი ზონა კი - მუქი ფერისა ხდება. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ხორბლის ძირითადი მავნებლები თავთავიანებს უამრავი ნაირჭამია მავნებელი აზიანებს: კალიები და კუტიკალიები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.