აქცესორი მინერალი, ამიტომ ის ფართოდაა გავრცელებული თითქმის ყველა გენეტური ჯგუფის ქანებში-განსაკუთრებით ტუტე ნეფელინიან სიენიტებსა და გრანიტულ პეგმატიტებში, შედარებით იშვიათად ფუძე, საშუალო და ულტრაფუძე ქანებში. ცირკონი წარმოადგენს მაგმის ადრეული კრისტალიზაციის ერთ-ერთ პროდუქტს. ქმნის ჩანართებს ბიოტიტში, პიროქსენებში და სხვ. როგორც აქცესორი მინერალი მონაწილეობს მეტამორფულ და დანალექ ქანებშიც.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.