L. (Panonychus citri Me Greg) ეს ტკიპა ზრდასრულ და მატლის ფაზაში წუწნით აზიანებს ციტრუსოვანი და სხვა კულტურების ფოთლებს, ყლორტებს და ნაყოფებს. განსაკუთრებით კარგად შეიმჩნევა დაზიანება ფოთლის ქვედა მხრიდან, მთავარი ძარღვის გასწვრივ. ფოთლის დაზიანებული ადგილებში ეპიდერმისი და პარენქიმა მთლიანად ჩაზნექილია, ეპიდერმისი დაზიანების შემდეგ მუქი შეფერილობისაა. ძალზე მნიშვნელოვანია ტკიპას საზიანო მოქმედება ნერგებზე, რომელთა ზრდა-განვითარებას საგრძნობლად აფერხებს. ზღვისპირა რაიონებში მავნებელი ზამთარში გვხვდება განვითარების ყველა ფაზაში, თბილ დღეებში იგი ხშირად გადადის აქტიურ მდგომარეობაში. ტკიპა დიდი ყინვაგამძლეობით არ გამოირჩევა. მათი რიცხოვნობის შემცირება აღინიშნება გვალვიან თვეებში. ტკიპას თაობათა რაოდენობა ათს აღემატება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.