C

ცა ცდ ცე ცვ ცი ცო ცრ ცუ ცხ
ცილ ცირ ციტ

ციტროსოვანთა ფრთათეთრა

L. (Dia¬le¬urodes citri Rileyet How.)
გავრცელებულია აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის რაიონებში. იგი მრავალ მცენარეს აზიანებს, მაგრამ ყველაზე მეტი ზიანი ციტრუსებისათვის მოაქვს. ფრთათეთრას მატლები ვიტრუსების ფოთლებს და მცენარის ახალგაზრდა ყლორტების წუწნით აზიანებენ. ისინი კვერცხებს მცენარის ქვედა მხარეზე დებენ. გარდა პირდაპირი ზიანისა, მავნებელი არაპირდაპირ ზიანსაც იწვევს. კერძოდ, მათ გამონაყოფზე (ექსკრემენტებზე) სახლდება სიშავის გამომწვევი სოკოები, რომლებიც ხელს უშლინ ასიმილაციას და ფოტოსინთეზს. მავნებლით დაზიანებულ ხეებს ყოველწლიურად ნაზარდი უმცირდება, ნაყოფი წვრილი რჩება, რაც მოსავლის შემცირებას და ხარისხის დაცემას იწვევს. ფრთათეთრა ციტრუსებზე, იაპონურ კვიდოსა და ტრიფოლიატზე იზამთრებს. გამოზამთრება ხდება მე-2 და მე 3 ხნოვანების მატლის ფაზაში, რომელთა ჭუპრად გარდაქცევა მარტის მეორე დეკადიდან იწყება. ფრთათეთრას ფრენა და კვერცხისდება გარემო ფაქტორებთანაა დაკავშირებული. იგი ძირითადად ციტრუსების ვეგეტაციას ემთხვევა. წელიწადში 3-4 თაობას იძლევა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9