C

ცა ცდ ცე ცვ ცი ცო ცრ ცუ ცხ
ცილ ცირ ციტ

ციტრუსოვანთა ღინღლიანი ცრუ ფარიანი

L. (Pulvinaria aurantii Ckll.)
მატლები და იმაგო წუწნით აზიანებს სუბტროპიკული კულტურების ფოთლებს, ახალგაზრდა ყლორტებსა და ნაყოფებს. ეს მავნებელი დიდი რაოდენობით გვხვდება აფხაზეთში; ზამთრობს მეორე და მესამე ხნოვანების მატლის ფაზაში; გაზაფხულზე - მაისსა და ივნისში, კვების შემდეგ, სქესობრივად მწიფდება და კვერცხის დებას ოვისაკში, რომლებიც ცვილისებრი ძაფებიდან წარმოიქმნება, რომელთა სეკრეტის სახით გამოყოფს მდედრი. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს პირობებში მავნებელს ორი თაობა აქვს. პირველი თაობის მატლების მასობრივ გამოჩეკა ივნისსა და ივლისში ხდება. მატლები თხევად ექსკრემენტების გამოყოფენ დიდი რაოდენობით, რომელზედაც სოკო კაპნოდიუმი სახლდება. ეს სოკო თავისი შავი ფიფქით მცენარის ორგანოებს ფარავს და მის ნორმალურ ფიზიოლოგიურ პროცესებს აბრკოლებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9