L. (Panonychus citri Me Gred.) მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული სახეობა, საქართველოში მავნეობის შავი ზღვის სანაპირო ზოლში. აზიანებს ციტრუსოვანი მცენარეების, ჩაის, იაპონური ხურმის, ატმის, ვაშლის, ნუშის, თუთის, მაყვლისა და სხვათა მწვანე ორგანოებს. ფოთლები ქლოროზით დაავადებულებს მოგვაგონებს, მათში ქლოროფილი თითქმის აღარ არის. ნაყოფი და ყლორტები ნორმალურად ვეღარ ვითარდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.