C

ცა ცდ ცე ცვ ცი ცო ცრ ცუ ცხ
ცილ ცირ ციტ

ციტრუსოვანთა ხმელა ანუ მალსეკო

L. (Phoma tracheiphila (Petri) Kantsch. Et Gik.)
საქართველოში ეს სოკოვანი დაავადება ციტრუსების მოყვანის მთელ არეალშია გავრცელებული. ის ციტრუსების თითქმის ყველა სახეობას, ძირითადად კი ლიმონის ჯიშ ახალქართულს აავადებს. სწორედ ამითაა გამოწვეული მისი ფართობების მინიმუმამდე შემცირება ჩვებს სუბტროპიკულ ზონაში. სოკო მცენარის ყველა ორგანოს აავადებს. დაავადება ახალგაზრდა ერთწლიანი ყლორტების წვეროდან იწყება, უმეტესად იმ მხრიდან, რომელიც არ არის დაცული ქარისა და ყინვებისაგან. ყლორტი კარგავს ნორმალურ ფერს, შემდეგ ჩნდება ყავისფერი გასწვრივი ლაქები, ფოთლები იწყებს ცვენას, ისე, რომ მათი ყუნწი ყლორტებზე რჩება. მომდევნო პერიოდში ავადმყოფობა პროგრესულად ვითარდება დედა ტოტებზე, საბოლოოდ მცენარე სუსტდება და ხმება. ავადმყოფობის გამომწვევი სოკოს მიცელიუმი ვითარდება მცენარის მერქანში და გამტარ ჭურჭლებში, წარმოქმნის ტოქსინებს, რომელიც შლის ჭურჭლოვან გამტარ კონას, ან იწვევს ჭურჭლების დაცობას, რაც მცენარის სიცოცხლისუნარიანობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. სოკო ფესვის მერქანშიც ვრცელდება. თუ მცენარის ვარჯი მრავალტოტიანია, იგი ნაწილობრივ ხმება, მაგრამ საბოოლოდ, 2-3 წლის შემდეგ კრონის სხვა ნაწილიც ავადდება და მცენარე მთლიანად ხმება. დაავადების ზუსტი დიაგნოზისათვის ზოგჯერ ტოტების ირიბ განაჭერზე დაკვირვებას მიმართავენ. თუ ამ დროს ტოტის მერქნის შეფერილობა მოწითალო-ყვითელი ან ნარინჯისფერია, მაშინ ის დაავადებულია. უნდა აღინიშნოს, რომ შეფერილობა ისეთ ტოტებზე შეიმნევა, რომელიც ჯერ კიდევ გამხმარი არ არის ხმელი ტტები.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9