წებოს დენა ანუ გუმოზი ციტრუსოვან მცენარეთა ერთ-ერთი სერიოზული დაავადებაა. რომელიც დიდი ზიანის მომტანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ყველა ქვეყნისათვის, სადაც მეციტრუსეობაა განვითარებული. დადგენილია, რომ წებოს დენას სხვადასხვა მიზეზი იწვევს:
1.არაპარაზიტული გუმოზს იწვევს მცენარის მექანიკური დაზიანებები. ნიადაგის ჭარბტენიანობა, ტემპერატურის მკვეთრი რყვევა, კვების რეჟიმის დარღვევა, მძიმე ნიადაგები და სხვა მიზეზები, რომლებიც იწვევენ მცენარის დასუსტებას.
2. პარაზიტულ გუმოზს იწვევს პათოგენური სოკოვანი და ბაქტერიული ორგანიზმები. წებოს დენის მძიმე ფორმების მიზეზებია ლიმონზე, მანდარინზე, ფორთოხალზე სოკოები-ფომოფსისი, ბოტრიტისი, და ფუზარიუმის გვარის წარმომადგენლები, რომლებსაც შეუძლიათ განვითარება დაბალ ტემპერატურაზე, ისინი მცენარეებს აზიანებენ ვეგეტაციის დაწყებამდე, განსაკუთრებით მის კანსა და მერქანს მაშინ, როდესაც მცენარე დასუსტებულია. წებოს დენას აგრეთვე იწვევს ბაქტერია ფსეუდომონა. ზრდასრულ მცენარეზე ავადმყოფობა უმეტესად ფესვის ყელთან ან მთავარ ღეროზე გამოჩნდება, იშვიათად - მსხვილ ტოტებსა და ფესვებზე. ყველა ადგილზე დაავადება ერთი და იგივე სიმპტომით ვლინდება. დასაწყისში კანზე რბილი ამობურცული ადგილები შეიმჩნევა, სადაც წებოსებური სქელი მასაა დაგროვილი. რომელის შინაგანი წნევის შედეგად სკდება და გარეთ გამოედინება. პირველად ეს სითხე უფერულია, შემდეგ ქარვისფერი ხდება, კანი წებოს გამოდინების შედეგად ნეკროზდება და ადვილად ძვრება მერქანს. წებოს დენა ყოველთვის მცენარის ვეგეტაციის დაწყების შემდეგ შეიმჩნევა, ძლიერდება აქტიური ვეგეტაციის პერიოდში და სუსტდება მცენარის მოსვენების ფაზაში გადასვლისას. გუმოზით დაავადების დროს კანის გარდა მერქანიც ზიანდება, ნეკროზიანი კანის აცლის დროს მერქანი მუქდება, რომელიც მის სიღრმეში ვრცელდება. გუმოზის გავლენა ირგვლივ შემორკალავს და შეწყდება დაღმავალი დენა. ხდება ფოთლების თ ა ნ დ ა თ ა ნ ო ბ ი თ გ ა ყ ვ ი თ ლ ე ბ ა და ტურგორის დაკარგვა, ასეთი სიმპტომების გაჩენის შემდეგ მვენარე მალე ხმება. გუმოზისადმი მიმღებიანი ლიმონის ჯიშებია - ქართული და მონაკელო, შედარებით ნაკლებ მიმღებიანია - მეიერი, მანდარინი - უნშიუ, ფორთოხალი ვაშინგტონ ნაველი და სხვა. ცნობილია, რომ გუმოზის მიმართ გადამწყვეტ როლს მცენარის მდგომარეობა თამაშობს, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია ჯიშის, სახეობის, ზოგჯერ კი თვით მცენარის ინდივიდიალურ თვისებებზე.