C

ცა ცდ ცე ცვ ცი ცო ცრ ცუ ცხ
ცილ ცირ ციტ

ციტრუსოვანთა მელანოზი

L. (Phomopsis citri Sacc.)
ამ სოკოვანი დაავადებით ზიანდება ახალგაზრდა ფოთლები, ყლორტები და ნაყოფი. დასაწყისში ფოთლებზე წარმოიქმნება მუქი მწვანე ფერის წვრილი ჩაზნექილი ლაქები, რომლებიც შემდგოში ფისით ივსება და ამობურცული ხდება. ლაქები თანმიმდევრულად იღებს ღია ყავისფერი, მოწითალო ყავისფერს, მოშავო ყავისფერს და ბოლოს შავ შეფერილობასაც, პრიალა ზედაპირით. ლაქები შემოვლებულია ქლოროტული ზოლებით. ავადმყოფობის ძლიერი განვითარებისას ფოთლების დიდი ნაწილი კარგავს ნორმალურ მწვანე შეფირილობას. ინფექციის საწყის სტადიაზე ჯანსაღი და დაავადებული ქსოვილების არათანაბარი ზრდის შედეგად ფოთლის ფირფიტები მახინჯდება და დანაოჭებულ და ბუშტოვან ზედაპირს ივითარებს. მძიმე ფორმით დაავადებისას დაზიანებული ფოთლები ტურგორის დაუკარგავად ცვივა. დალაქავებულ ფოთლებზე ტიპური ყავისფერი ლაქიანობა წარმოიქმნება, რომლებზეც აცადმყოფობის გამომწვევი სოკო უამრავ პიკნიდიუმს ივითარებს. მწვანე ყლორტებსა და ეკლებზე ავადმყოფობა ამობორცული წერტილების სახით ჩნდება. წერტილები ზოგჯერ ერთდება და ყავისფერ კოჟრებს ქმნის. მათ გარშემო არსებული ქლოროტული არშია ქრება და ღეროს კანზე სიგრძივი, იშვიათად კი განივი ნაბზარი წარმოიქმნება. მელანოზით ნაყოფის დაავადება მიმდინარეობს მანამ, სანამ ის ნორმალური სიდიდის ¾-ს მიაღწევს. ნაყოფის ზრდასთან ერთად ლაქები სკდება და მათ შორის მორუხო თეთრი ჩაზნექილი ადგილები ნჩნდება. ერთსა და იმავე ნაყოფზე შეიძლება სხვადასხვა ხნოვანების მელანოზური დაავადება განვითარდეს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9