ბედლენდი — ძლიერ დასერილი, ძნელად სავალი და მიწათმოქმედებისათვის გამოუსადეგარი დაბალმთიანი რელიეფი. შედგება დატოტვილი ხევების რთული ქსლისა და მათი გამყოფი ვიწრო თხემებისაგან. ყალიბდება უმთავრესად მშრალი ჰავის პირობებში კოკისპირული წვიმის ღვარების მიერ წყალგაუმტარი თიხოვანი ქანებით აგებული ზედაპირის გარეცხვის შედეგად. გავრცელებულია ძირითადად მთიან-უდაბნო და ნახევარუდაბნო რაიონებში. ნიადაგის არარაციონალური დამუშავებისა და მთის ტყეების გაჩეხის შედეგად.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.