ნივთიერებები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობას ან გარემოს სხვა ნივთიერებებთან შედარებით უფრო მაღალ რისკს უქმნიან და აკმაყოფილებენ შემდეგ ორ კრიტერიუმს: კლასიფიცირებული არიან, როგორც 1A ან 1B კატეგორიის კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური ნივთიერებები, ან არიან მდგრადი, ბიოაკუმულაციური და ტოქსიკური, ან ძალიან მდგრადი და ძლიერ ბიოაკუმულაციური ნივთიერებები, ან არიან ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ინდივიდუალურად საჭიროებენ ისეთივე ყურადღებას, როგორც კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური ნივთიერებები, ან მდგრადი, ბიოაკუმულაციური და ტოქსიკური/ ძალიან მდგრადი და ძლიერ ბიოაკუმულაციური ნივთიერებები; შედიან ძალიან მაღალი რისკის მქონე ნივთიერებების კანდიდატი ნივთიერებების ნუსხაში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.