ძალიან მაღალი რისკის მქონე ნივთიერებების ნუსხა, რომელიც დამტკიცებულია კომისიის მიერ, ამ ნივთიერებების საშიში თვისებების შეფასების საფუძველზე. ამ ნუსხაში შემავალი ნივთიერებები არიან კანდიდატი ნივთიერებები იმისთვის, რომ დაექვემდებარონ ავტორიზაციას ან შეზღუდვას, მათი რეალიზაციისა თუ გამოყენებისთვის. აღნიშნულ ნუსხა არის საჯარო და მას სსიპ ქიმიური ნივთიერებების სააგენტო აწარმოებს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.