აავადებს ტყის ჯიშებს-წიფელას, ნეკერჩხალს, აგრეთვე ვაშლს, ლეღვს და სხვ. ნაყოფსხეულები მოყვითალოა, ბრტყელი და მარაოსებურად გაშლილი. შეიძლება კრამიტებივით იყოს დაწყობილი, ზემოდან ყავისფერი ქერცლებით არის დაფარული, ერთწლიანია, მშრალი, კორპისებური კონსისტენციის, მერქანზე ფეხითაა მიმაგრებული; ახალგაზრდა ნაყოფსხეულებს ჩვენში საჭმელადაც იყენებენ; მთაში ყველის დედად ხმარობენ.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.