სოკოვანი - ავადმყოფობაა და წაბლის წვრილ ტოტებს, დედატოტებს და მთავარი ღეროს ქერქს და ნაწილობრივ მერქნის დაავადებას იწვევს. წაბლის დაავადება იმისდამიხედვით, თუ მცენარის რომელ ორგანოს აზიანებს, სხვადასხვა სახით ვლინდება. აავადებს მვენარის ღეროს, ტოტებს და ამონაყერს. თუ მიმდინარე წლის ამონაყერია დაავადებული, ღეროზე ინფექციის მოხვედრის მხრიდან მოყავისფერო ლაქა უჩნდება. იგი თანდათან იზრდება და ლაქა ტოტებს შემორკალავს. ისე, რომ ახალგაზრდა ტოტების გახმობას იწვევს. ტოტის გამხმარი ნაწილი რამდენიმე ხნის შემდეგ იფარება ყვითელ-ნარინჯი მეჭეჭებით ანუ, სოკოს ნაყოფსხეულებით. რაც მეტი დრო გადის, დაავადებული ქერქი იშლება, სიგრძეზე სკდება, იშაშრება იმ ადგილზე. ქერქი სკდება, იშლება და ნამდვილი კიბოსებრი ადგილი რჩება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.