ხშირი წვიმები, შედარებით თბილი ტემპერატურა წაბლის ახალგაზრდა ტოტებზე მემარქნიების გავრცელების ხელშემწყობია. აღნიშნული მწერი ორმხრივადაა აღსანიშნავი: პირველი, რომ ტოტებს ხშირად აზიანებს, საკმაოდ დიდ ხვრელსა ქმნის, რომელშიც შედის და მერქანში ხვრელებს აკეთებს. ამ ხვრელში მემარცვლიას თავისი ორგანოებით შეუძლია სპორა შეიყოლოს და შემდეგ დაავადდეს, მეორე მხრივ, მცენარეს მექანიკურ ჭრილობებს აყენებს და ხეებს დასუსტებას იწვევს. მოზრდილ ხეებზე ავადმყოფობის გამოჩენისას ცალკეულ ტოტებზე შესაძლებელია დაავადებული ტოტების მოჭრა და შემდეგ დაწვა. ჩვენი წაბლის ტყეების დიდი უმრავლესობა ამონაყრებითაა განახლებული, რაც მეტად ასუსტებს ტყის კორომებს. თესლით ამოსულ ხეზე კი ენდოთიათი დაზიანება შედარებით იშვიათია.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.