C

წა წე წვ წი წლ წუ წყ
წაბ წაგ წარ

წაბლა ნიადაგი

მშრალი სტეპის ნიადაგის ტიპი. მნიშვნელოვანი ფართობი უკავია თურქეთში, მონღოლეთში, ჩინეთში, აშშ-სა და არგენტინაში. წაბლა ნიადაგი, ასევე, გავრცელებულია ყაზახეთში, უკრაინასა, მოლდოვის სამხრეთ რეგიონებსა და ვოლგისპირეთისშუა და სამხრეთ ნაწილში. წაბლა ნიადაგს კარბონატული ქანები, ლიოსისებრი ნაფენები, იშვიათად - ლიოსიც წარმოქმნის. ამ ტიპის ნიადაგის გოროხოვან-მარცვლოვანი სტრუქტურა და ცუდი ფიზიკური თვისებები აქვს, ძირითადად, თიხნარი ან მძიმე თიხნარია. წაბლა ნიადაგის სამი სახე არსებობს: მუქ წაბლა, წაბლა და ღია წაბლა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9