L. Chloropulvinaria floccifera West. წაგრძელებული ბალიშა ცრუფარიანა ძირითადად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული. ზრდასრული მამალი ცრუფარიანას სხეულის სიგრძე დაახლოებით 2 მმ-დეა. იგი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა, აქვს ათნაწევრიანი ულვაშები, სამი წყვილი ფეხი და ერთი ფრთა. სხეულის ბოლოს ახასიათებს ორი თეთრი ჯაგარი. დედალი ცრუფარიანას სხეულის სიგრძე 3 მმ-დე აღწევს. იგი ამობურცული და ოვალური ფორმისაა. ისევე როგორც მამალი, დედალი ცრუფარიანაც მომწვანო - მოყვითალო ფერისაა. მატლი შედარებით მკრთალი მომწვანო - მოყვითალო ფერისაა. მისი სხეული მოგრძო ოვალურია. სხეულის ბოლოს ახასიათებს ერთი წყვილი გრძელი ჯაგარი. მავნებელი ზამთარს ძირითადად პირველი და მეორე ასაკის მატლისა და, რიგ შემთხვევაში, იმაგოს ფაზაში ატარებს ფოთლის ქვედა მხარეს, დედა ტოტებსა და ღეროზე, ნიადაგის ზედაპირთან ახლოს. მავნებელი სუსტი გამძლეობით ხასიათ დება ყინვების მიმართ. გამოზამთრება ხდება გაზაფხულზე, როდესაც ტემპერატურა მიაღწევს 100-ს. ამ პერიოდში მავნებელი გადაადგილდება მცენარეთა ზედა ორგანოებზე, სადაც 36 მზის სხივების სითბური გავლენა უფრო მეტია, აქვე იწყებს კვებას და აღწევს სქესობრივ სიმწიფეს, კვერცხის დადების წინ დედალი ცრუფარიანა მუცლის ბოლოდან გამოყოფს საკვერცხე ჩანთას (ovisaks), რომლის სიგრძეც 8-10 მმ-ია, სიგანე-2 მმ. კვერცხი იდება ფოთლების ქვედა, იშვიათად ზედა მხარეს. მავნებლის კვერცხის პროდუქცია, მისი განვითარების პირობების შესაბამისად, 100-დან 3000- მდე ერთეულს აღწევს. ემბრიონალური განვითარების ხანგრძლივობა 8-10 დღეს შეადგენს. ახლადგამოჩეკილი მატლები იკვებებიან მკვებავი მცენარეების ფოთლებით. კვების პროცესი ოქტომბრამდე გრძელდება. ასაკის მატებასთან ერთად, მატლები დასაზა მთრებლად გადაადგილდებიან მცენარის ქვედა იარუსში. საქართველოს პირობებში მავნებელს ახასიათებს ერთი გენერაცია წელიწადში. წაგრძელებული ბალიშა ცრუფარიანა იკვებება დაახლოებით 80 სახეობის მცენარეზე. საქართველოში მის მკვებავ მცენარეებს წარმოადგენენ: ჩაი, მანდარინი, იაპონური ხურმა, ლიმონი, კეთილშობილი დაფნა და სხვ. მისი მასობრივი გამრავლებისას მცენარეები ვერ ინვითარებენ მძინარე კვირ ტებს, რასაც მოსავლის მკვეთრი შემცირება მოსდევს. ჩრუფა რიანას მკვებავი მცენარეების ფოთლები, ქლოროფილის მარ ცვლების განადგურების შედეგად, კარგავენ ბუნებრივ ფერს და იღუპებიან, რაც თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს მცენა რის ზრდა - განვითარებაზე. გარდა პირდაპირი ზიანისა, მავნებელი თავის მკვებავ მცენარეებს არაპირდაპირ ზიანსაც აყენებს: მის მიერ გამოყოფილ ექსკრემენტებზე სახლდება სოკო კაპნოდიუმი, რომელიც მიცელიუმით ფარავს მცენარის მწვანე მასას, აფერხებს ფოტოსინთეზის პროცესს და ხშირ შემთხვევაში იწვევს მცენარის დაღუპვას. ბრძოლის ღონისძიებები. მავნებლის ინტენსიური გავრცელების კერებში საჭიროა ჩაის ბუჩქის მძიმე გასხვლა და განასხლავის იქვე დაწვა. მაისის დამდეგს, კვერცხის დების პერიოდში, კარგ შედეგს იძლევა პლანტაციებში ხოჭო კრიპტოლემუსის გაშვება (5-10 ათასი ცალი ერთ ჰექტარზე). წაგრძელებული ბალიშა ცრუფარიანას წინააღმდეგ საუკეთესო შედეგს იძლევა.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.