ნიადაგის თვისება, გარკვეულ ტენიანობის პირობებში მიეკრას გარეშე სხეულებს; დამოკიდებულია ნიადაგის მექანიკურ, მინერალოგიურ და ქიმიურ შედგენილობა-თვისებებზე. იზომება გ/სმ² - ით. ნიადაგის წებოვნების კლასიფიკაცია ნ. კაჩინსკის მიხედვით: ძალიან დიდი სიბლანტის ნიადაგი - ნაკლები - 15 გ/სმ², დიდი სიბლანტის ნიადაგი - 5 -15 გ/სმ², საშუალო სიბლანტის ნიადაგი 3 – 5 გ/სმ², სუსტი სიბლანტის ნიადაგი - 0,5 – 2 გ/სმ², ბნევადი ნიადაგი - 0,1 – 0,5 გ/სმ².
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.