წითელმიწებისათვის დამახასიათებელია წითელი შეფე როლობა, გათიხება და ჩვეულებრიც მძლავრი პროფილი. წითელმიწები ხასიათდებიან მჟავე რეაქციით, ამასთანავე pH სიდიდე უმნიშვნელოდ იცვლება პროფილის მიხედვით. ჰუმუსის შემცველობა საშუალო ან მაღალია; ჰუმუსის ტიპი ფულვატურია. შთანთქმის ტევადობა დაბალი და საშუალოა. შთანთქმულ კატიონებში, როგორც წესი, ჭარბობს გაცვლითი წყალბადი. წითელმიწები ხასიათდება მძიმე თიხნარით, მსუბუქი, საშუალო და მძიმე თიხა მექანიკური შედგენილობით. ეს ნიადაგები გაღარიბებულია კაჟმიწით და ფუძეებით და გამდიდრებულია ერთნახევარი ჟანგეულებით. ნიადაგის მინერალური ნაწილი ხასიათდება ფერელიტური გამოფიტვით. თიხა მინერალები წარმოადგენილია კაოლინიტით, ჰალუაზიტით, ჰეტიტითა და ჰიბსიტით. წითელმიწებში სილიკატური რკინა ჭარბობს არასილიკატურზე. რკინის ცალკეული ფორმები პროფილის მიხედვით მეტ-ნაკლებად თანაბრადაა განაწილებული წითელმიწების ძირითადი ელემენტარული ნიადგწარმომქმნელი პროცესებია: ფერილიტიზაცია, გათიხება და ჰუმუსწარმოქმნა. წითელმიწების საერთო ფართობი საქართველოში შეადგენს 1,9% (130400 ჰა). ეს ნიადაგები გავრცელებულია ტენიან სუბტროპიკული ზონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (აჭრა, გურია), აგრეთვე გვხვდება სამეგრელოსა და აფხაზეთში. წითელმიწების გავრცელებულია 100-300 მეტრამდე ზღვის დონიდან. ავტორების აზრით ტენიანი სუბტროპიკებისათვის დამახასითებელ თანამედროვე წარმონაქმნების გენეზისურ პროფილში გამოსაყოფია შემდეგი ზონები: ზონა A - გამოფიტვის ქერქის აქტიური შრის ზედა ნაწილი, სადაც ყველაზე სრულად ვითარდება ნიადაგწარმოქმნის პროცესი; ზონა B - იგივე აქტიური შრის ქვედა ნაწილი, ინტენსიური ბიოლოგიური წრებრუნვის გარეთ; C - ქვემოთ მდებარე, თვით გამოფიტვის ქერქი ზონა -D - სუსტად დაშლილი ან დაუშლელი ქანი. წითელმიწებში ზონების აღმნიშნული სისტემა მეტ-ნაკლებად მდგრადია, თუმცა სხვადასხვა მიზეზით მერყეობს. გამოფიტყის ქერქიდან ნიადაგების გამიჯვნის მიზნით შემოღებულ იქნა „ნიადაგწარმოქმნის მოქმედი ზონის“ ცნება. წითელმიწებს უკავია ბორცვიან-გორაკიანი რელიეფი. ნიდაგწარმო მქმნელი ქანები წარმოდგენილია ფუძე ამონაღვარი ქანების (ძირითადში ანდეზიტებით) და მათი დერივატების გამოფიტვის წითელი ფერის პროდუქტებით. გრუნტის წყლის დგომის სიღრმე 8 – 10 მ აღწევს. კლიმატი ტენიანია სუბტროპიკულია. საშუალო წლიური ტემპერატურა საკმაოდ მაღალია 13,7 – 15,1⁰ C. ყველაზე ცივი თვის - იანვრის ტემპერატურა 4,8 – 6,8⁰ C, ხოლო ყველაზე თბილი თვის - აგვისტოს 21,9 – 24,5⁰ C. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა რვა თვეა. ნალექების წლიური რაოდენობა 1200-დან 2500 მმ - მდეა. ნალექების მინიმუმი მოდის გაზაფხულზე. აქტიური ტემპერატურათა ჯამი 3500 – 4700⁰C. ბუნებრივი მცენარეულობა წარმოდგენილია შერეული სუბტროპიკული ტყით, რომელშიც გვხვდება წაბლი, ჰარტვისის მუხა, წიფელა, რცხილა და სხვ. ეს ტყე ხასიათდება მარადმწვანე ქვეტყით. ამჟამად ამ ტყის ნაწილი გაჩეხილია, გაშნებულია სუბტროპიკული კულტურები და ჩაის პლანტაციები. ნიადაგურ პროფილს ჩვეულებრივ აქვს შემდეგი აგებულება: A – AB – B – BC – C. A - ჰუმუსოვანი, წითელ-ყავისფერი ან ნარინჯ-ყავისფერი სიმძლავრით 12-25 სმ. კოშტოვანი ან მარცვლოვანი-კოშტოვანი, მძიმე თიხნარი ან თიხიანი, ფხვიერი, გადასვლა თანდათანობითი. AB - გარდამავალი, ნარინჯის ან უავისფერ-წითელი ფერის, საერთო სიმძლავრით 20-35 სმ, კოშტოვანი ან კაკლოვანი-კოშტოვანი, გადასვლა მკვეთრი. B - არაერთგვაროვანი შეფერილობით, ყავისვერ-წითელი ან უყავისფერ-ნარინჯისფერი საერთო სიმძლავრით 30 – 45 სმ, გამკვრივებული, კ ო შ ტ ო ვ ა ნ - დ ა კ უ თ ხ უ ლ ი , გადასვლა თანდათანობითი. BC – არაერთგვაროვანი, წითელი, გამკვრივებული, კოშტოვანი, გადასვლა თანდათანობითი, C - წითელი ან ნარინჯისფერი გამოფიტვის ქერქი, გვხვდება რკინის და მანგანუმის ახალქმნილებები. წითელმიწები იყოფა ორ ქვეტიპად: ტიპური და გაეწრებული. ტ ი პ უ რ ი წითელმიწები ფართოდაა გავრცელებული წითელ მიწების არეალის სამხრეთ ნაწილში და ფორმირდებიან ანდეზიდ-ბაზალტის გამოფიტვის ქერქზე, იშვიათად - ქვამრგვალების და უფრო იშვიათად - ზებრისებრ თიხებზე. გ ა ე წ ე რ ე ბ უ ლ ი წითელმიწები ფორმირდებიან რელიეფის გავაკებულ ელემენტებზე, ჩვეულებრივ ისინი ვითარდებიან ზებრისებრ თიხებზე. წითელმიწების ქვეტიპებში გამოყოფენ შემდეგ გვარებს: განვითარებული ამონაღვარი ქანების ელუვიონზე, განვითარებული ქვამრგვალების ელუვიონზე, განვითარებული ზებრისებრ თიხებზე, განვითარებული გადანალექ წითელმიწა მასალაზე. გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ უ ლ ი ა მ ო ნ ა ღ ვ ა რ ი ქ ა ნ ე ბ ი ს ე ლ უ ვ ი ო ნ ზ ე -ხასიათდება ერთნახევარი ჟანგეულების დიდი შემცველობით (40 – 50%), მკვრივი მიკროსტრუქტურიანობით, ყველაზე მაღალი შთანთქმისუნარიანობით. გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ უ ლ ი ქ ვ ა მ რ გ ვ ა ლ ე ბ ი ს ე ლ უ ვ ი ო ნ ზ ე ხასიათდებიან ერთნახევარი ჟანგეულების დაბალი შემცველობით (35% - მდე), დაქვეითებული შთანთქმისუნარიანობით და უფრო მყარი მიკროსტრუქტურიანობით. გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ უ ლ ი ზ ე ბ რ ი ს ე ბ რ თ ი ხ ე ბ ზ ე - ხასიათდება ერთნახევარი ჟანგეულების ყველაზე დაბალი შემცველობით (25 – 30%), დაბალი შთანთქმისუნარიანობით და ძალიან სუსტად გამოხატული მ ი კ რ ო ს ტ რ უ ქ ტ უ რ ი ა ნ ო ბ ი თ . გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ უ ლ ი გ ა დ ა ნ ა ლ ე ქ წ ი თ ე ლ მ ი წ ა მ ა ს ა ლ ა ზ ე - ხასიათდებიან შრეობრიობით, მკაფიო ჭრელი შეფერილობის უქონლობით, ქანში შეუმჩნეველი გადასვლით, ნაკლებად ხელსაყრელი ფიზიკური თვისებებით. წითელმიწები იყოფიან სახეობებად ჰუმუსოვანი ჰორიზონტის სიმძლავრით: ღრმად ჰუმუსირებული (ნაკლები 30 სმ), არაღრმად ჰუმუსირებული (30 დან 20 სმ - მდე) და წვრილჰუმუსირებული (მეტი 20 სმ). წითელმიწები, ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის მიხედვით, მიეკუთვნებიან ნიტისოლების ნიადაგურ ჯგუფს, ნიტიკ ჰორიზონტის არსებობის გამო. ეს ნიადაგები გავრცელებულია სუბტროპიკულ რეგიონში. ნიტისოლებისათვის და მახასიათებელია: კარგად განვითარებული, სქელი, მუქი წითელი ან მოწითალო-ყავისფერი პროფილი, მძიმე მექანიკური შედგენილობა. ნიადაგების რეაქცია მჟვეა, თუმცა ორგანული ნივთიერებების შემცველობასთან ერთად, pH - ის მაჩვენებელი საკმაოდ მერყევია. პროფილში გამოვლენილია დიაგნოსტიკური კვალიფიკატორი ქრომიკი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.