C

წა წე წვ წი წლ წუ წყ
წით წილ წინ

წინასწარ დასაბუთებული თანხმობა

როტერდამის კონვენციის მიერ შემოღებული საკვანძო პროცედურა, რომლის შესაბამისად, არ არის დაშვებული ამ კონვენციის III დანართით განსაზღვრული აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული ქიმიური ნივთიერებების ან პესტიციდების ექსპორტი, იმპორტიორი ქვეყნის წინასწარი თანხმობის გარეშე, რომელიც მან უნდა გასცეს წერილობითი დოკუმენტის სახით, სადაც მინიშნებული იქნება, რომ იმპორტიორი მხარის ან სხვა ქვეყნის ეროვნული დანიშნული ორგანო თანახმაა როტერდამის კონვენციის III დანართში შესული საშიში ქიმიური ნივთიერების ან პესტიციდის იმპორტზე. ჩვეულებრივ პირობებში, თანხმობა უნდა ეფუძნებოდეს გადაწყვეტილების მიღების სახელმძღვანელო დოკუმენტებში მოცემულ ინფორმაციას, რომელიც საფუძვლად დაედო ამ ქიმიური ნივთიერებების კონვენციის III დანართში შეტანას და დაკავშირებულია საფრთხეებთან, რისკებთან, გამოყენების ფორმასა და ხელმისაწვდომ ალტერნატივებთან.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9