ყველა სახის წყლისა და მისი დანახარჯის ერთობლიობა ნიადაგის მოცემული ფენისათვის დროის განსაზღვრულ მონაკვეთში; გამოისახება (ჩვეულებრივ, მმ წყლის ფენა ან მ³/ჰა) წყლის ბალანსის შემდეგი ტოლობით. В₁ = В₀ + (Ос +ПП + БП + К + ПГВ + ПГП – (ИСП = D + ПС + БС + ОГВ + ОГП) სადაც В1 - არის ნიადაგში წყლის მარაგი დაკვირვების ბოლოს; В0 - წყლის მარაგი დაკვირვების დასაწყისში; Ос - ნიადაგის ზედაპირზე მოსული ნალექები; ПП - ტენის ზედაპირული დენა; БП - ტენის გვერდითი შიგანიადაგური დენა; К - ატმოსფეროდან ორთქლისებრი ტენის შემოსვლა ნიადაგში და მისი კონდენსაცია; ПГВ - გრუნტიდან ნიადაგში ენის მოავლა; ПГП - გრუნტიდან ნიადაგში ორთქლისებრი ტენის შემოსვლა და ნიადგში მისი კონდესაცია. ИСП - ნიადაგის ტენის აორთქლება; D - მცენარეების მიერ ნიადაფგიდან ტენის დესუქცია (დაახლოებით ტოლოა ტრანსპორაციისა); ПС - ზედაპირული ფენა; БС - გვერდითი შიგანიადაგური დენა; ОГВ - ნიადაგიდან თხევადი ტენის გასვლა გრუნტში; ОГП - ორთქლისებური ტენის გადასვლა ნიადაგიდან გრუნტში, საკლები წარმოადგენს ტენის ბალანსის შემოსავალს, ნაკლები - გასავალს.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.