C

ჭა ჭვ ჭი ჭკ ჭრ ჭუ
ჭალ ჭაო ჭარ

ჭაონიანი ნიადაგები

ჭაობიანი ნიადაგებისათვის დამახასითებელია მძიმე მექანიკური შდგენილობა, გალებების ნიშნები და მძლავრი პროფილი. ჭაობიანი ნიადაგები ხასიათდებიან სუსტი ტუტე ან ნეიტრალური რეაქციით. ჰუმუსის შემცველობა დიდია. შთანთქმულ კატიონებში მკვეთრად ჭარბობს გაცვლითი კალიუმი. ძირიტადიჟანგეულიბი არათანაბრადაა განაწილებული, რაც მათ ალუვიურ ბუნებაზე მიუთითებს. რკინის სხვადასხვა ფორმები მომატებული რაოდენობითაა. ამმორფული რკინის დაგროვება აღინიშნება პროფილის ზედა ნაწილში, დაკრისტალებული რკინა ჭარბობს პროფილის სიღრმეში. ჭაობიანი ნიადაგების ძირითადი ელემენტერალური ნიადაგწარმომქმნელი პროცესებია: გალებება, გათიხება, ჰუმუსის წარმოქმნა და ტორფწარმოქმნა. ჭაობიანი ნიადაგების საერთო ფართობი საქართველოში შეადგენს დაახლოებით 2,0 913047 1/ ჰა). ეს ნიადაგები ძირითადად გავრცელებულია კოლხეთის დაბლობზე, აგრეთვე აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ჭაობიანი ნიადაგებს უკავია დელტურ-აკუმულაციურ ვაკეთა ტიპის დაბლობი, რომელიც ამოვსებულია ალუვიურ-ტერიგენული მასალით, რომლის სემადგენლობაში მონაწილეობს კავკასიონის და ამიერკავკასიის სანხრეთი მთიანეთის ამგები ქანების გამოფიტვის პროდუქტები. ნაფენები უმეტესეად კარბობატულია, ზედა ფენებში თიხის სიჭარბით. კლიმატი თბილია, ტენიანი და რბილი. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 13,7 – 14,4⁰ C. ყველაზე ცივი თვის იანვრის ტემპერატურა 3,6 – 4,6 ხოლო ყველაზე თბილი თვის - აგვისტოს 22,4 – 23,20 C. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა რვა თვეა. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენს 1157 – 1757 მმ. ნალექების მინიმუმი მოდის გაზაფხულზე, ხოლო მაქსიმუმი - შემოდგომასა და ზამთარში. საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა აღწევს 71 – 82%, ბუნებრივი მცენარეულობის გაბატონებული ტიპია-ბარის ტყეები, ხოლო თანმხლები-წყლოვან-ჭაობიანი მცენარეულობა. ჭაობიანი ნიადაგების პროფილს აქვს შემდეგი შენება: A(g) – B(g) – BC(g). A(g) - მუქი-რუხი ჰუმუსოვანი ჰორიზონტი სიმძლავრით 15-20 სმ, კოშტოვანი, მძიმე მექანიკური შედგენილობის, გადასვლა ნათელი. B(g) - რუხი-ყომრალი ჰორიზონტი სიმძლავრით 40-60 სმ, ბელტოვანი, მძიმე მექანიკური შედგენილობის, გალებების ნიშნებით. BC(g) - მუქი ყომრალი ჰორიზონტის სიმძლავრით 30-50 სმ, ბელტოვანი, მძიმე მექანიკური შედგენილობის, გალებებული. ჭაობიანი ნიადაგები აერთიანებენ ორ ტიპს: მინერალურ-ჭაობიან და ორგანულ-მინერალურ ჭაობიან ნიადაგებს. მინერალურ-ჭაობიანი ნიადაგები იყოფა ქვეტიპად: ლამიან-ჭაობიანი და მდელოს ჭაობიანი ნიადაგებად. ლ ა მ ი ა ნ - ჭ ა ო ბ ი ა ნ ი ნიადაგები ფორმირდება ტყის მცენარეულობის ქვეშ, მ დ ე ლ ო ს - ჭ ა ო ბ ი ა ნ ი ნიადაგები-ნატყეურ მდელოს ცენოზების პირობებში. ორგანულ მინერალურ ჭაობიანი ნიადაგები იყოფა ორ ქვეტიპად: სუბაქვალური-ჭაობიანი და ტორფიან-ჭაობიანი. ჭაობიან ნიადაგების ქვეტიპში გამოყოფენ შემდეგ გვარებს: ნეიტრალურ, მჟავე, ძლიერ მჟავე, ნორმალურ-ნაცრიანი. ჭაობიანი ნიადაგები მიეკუთვნებიან ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის გლეისოლების ჯგუფს, პროფილში მიმდინარე აღდგენითი პროცესებისა და გამოხატული გლეიკ ფერის ნიშნით. გლეისოლების სპეციფიკური, ტიპური თვისებების გამოხატულების გამო, სახელწოდებას სუფიქსად დაემატება კვალიფიკატორი ჰაპლიკი.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9