C

ჭა ჭვ ჭი ჭკ ჭრ ჭუ
ჭალ ჭაო ჭარ

ჭარბტენიანი ტერიტორიები ან წყალ-ჭაობიანი ადგილი

მუდმივად ან სეზონურად დატბორილი ადგილი, რომელიც წარმოდგენილია როგორც დამოუკიდებელი ეკოსისტემა. ჭარბტენიანი ტერიტორიები ასრულებს ძირითად ეკოლოგიურ ფუნქციებს, არეგულირებს წყლის რეჟიმს და ბიომრავალფეროვნების წყაროებს გენეტიკისა და ეკოსისტემის დონეზე, გამოირჩევა დიდი ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული და რეკრეაციული მნიშვნელობით, ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქებისა და ადაპტაციისათვის. საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიები გვხვდება ქობულეთის დაცულ ტერიტორიებსა და კოლხეთის ეროვნულ პარკში.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9