ბუგრები სხვა მენარეებთან ერთად აზიანებს ჭარხლის ფოთლებსა და ახალგაზრდა ღეროებს. წუწნის შედეგად ფოთლები იკრუნჩხება. დაზიანებული მცენარე ცუდად იზრდება, რამაც სათესლე ნაკვეტებზე მცენარის უნაყოფობა შეიძლება გამოიწვიოს. ბუგრების უარყოფითი მნიშვნელობა იზრდება იმითაც, რომ მან შეიძლება ხელი შეუწყოს მოზაიკური დაავადების გამომწვევის გადატანასაც. ბუგრები ფართო არეალით ხასიათდება. მას განსაკუთრებით დიდი ზიანი მოაქვს დასავლეთ საქართველოსა და ქართლის იმ რაიონებში, სადაც მეჭარხლეობაა განვითარებული. სხვა მცენარეებზე საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება.
Source: აგრარული წარმოება და გარემოს დაცვა: (ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი)/შემდგენლები: სოლომონ პავლიაშვილი, ავთანდილ კორახაშვილი, დავით კირვალიძე. თბილისი: ნათლისმცემელი, 2023.